სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის სხვადასხვა დონეებს შორის საგადასახადო უფლებამოსილებათა განაწილების საკითხები

ეკონომიკა სახელმწიფო ფინანსები გადასახადები

ავტორები

ტომ. 1 No. 1 (2019)
ეკონომიკა
September 28, 2020
May 26, 2021

ჩამოტვირთვები

სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის სხვადასხვა დონეებს შორის ხარჯების განაწილების ამოცანათა გადაწყვეტას თან ახლავს სახელმწიფო ხელისუფლების დონეებს შორის საგადასახადო უფლებამოსილებათა გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. საგადასახადო უფლებამოსილებათა ვერტიკალური სტრუქტურის აგების საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა გვიჩვენებს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ხელისუფლების განსაზღვრულ დონეებზე ამა თუ იმ შემოსავლის მიკუთვნების გაბატონებული სტრატეგია. თუმცა, მეორე მხრივ, ამ სფეროში ჩატარებული თეორიული კვლევები ადასტურებს, რომ საგადასახადო უფლებამოსილებათა გადანაწილების  ზოგიერთ ფორმას შეუძლია მიგვიყვანოს  მნიშვნელოვან დანაკარგებამდე, რაც ზიანს აყენებს საზოგადოებას როგორც სამართლიანობის, ისე ეფექტიანობის თვალსაზრისით.

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.