ნეიტრონების ნაკადის გაზომვა ოქროს ფოლგის აქტივაციის მეთოდის გამოყენებით TRIGA-ს ტიპის ბირთვულ რეაქტორში

ნეიტრონების ნაკადი აქტივაციის ანალიზი ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა რეაქტორების ფიზიკა

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
September 22, 2023

ჩამოტვირთვები

ნეიტრონები ნაკადის გაზომვა ბირთვული ფიზიკის განუყოფელი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარამეტრია ბირთვული რეაქტრორების უსაფრთხო მუშაობისათვის და ასევე, დიდ გავლენას ახდენს შემდეგ მიმართულებებზე: ბირთვული ინჟინერია, სამედიცინო ფიზიკა და მასალათმცოდნეობა. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა დეტალურად აღწერს ნეიტრონების ნაკადის სქემას ვენის ატომური ინსტიტუტის TRIGA რეაქტორში, სადაც იყენებენ ოქროს ფოლგის ნიმუშებს ნეიტრონების ნაკადის განსაზღვრისათვის. აღნიშნული პროცესი დაფუძნებულია სამიზნე ნიმუშების აქტივაციის მეთოდზე და შემდგომ მათ გაზომვაზე. აქედან გამომდიანრე, მომზადდა იდენტური ოქროს ფოლგის ნიმუშები, რომელიც 10 წუთის განმვალობაში სხივდებოდა რეაქტორის ბირთვში და შემდგომ შეფასდა 4πβ დეტექტორის გამოყენებით. ნეიტრონების ნაკადის განაწილება თეორიულად იყო მოდელირებული, როგორც ბესელის ფუნქცია და ჯვარედინი მიმართულების საწინააღმდეგოდ განხორციელდა სამიზნე ნიმუშების განლაგება და შემდგომ მათი აქტივაციის გაზომვა, რათა ექსპერიმენტულად მიგვეღო თერმული ნეიტრონების ნაკადის სქემა. დასკვნები ცხადყოფს თეორიულ და ექსპერიმენტულ მონაცემებს შორის ახლო კავშირს მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული რეაქტორის გარე პერიფერიებზე ნეიტრონების ნაკადი უმნიშვნელოდ იმატებს, რაგდან მის ირგვლივ განლაგებულ გრაფიტის ბლოკებს აქვს თვისება თერმული ნეიტრონებს არეკვლის. ეს ნაშრომი შეიცავს ღირებულ მონაცემებს ნეიტრონების ნაკადის განაწილების შესახებ TRIGA-ს ტიპის რეაქტორებში, რომელიც ფართოდ გამოიყენება რეაქტორების ექსპერიმენტებსა და ბირთვული რეაქტორის უსაფრთხო ოპერირებისათვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.