ანოტაცია
აქტუალობა: ბავშვთა ასაკში ხშირი ჰოსპიტალიზაცია სასუნთქი სისტემის ინფექციებით, წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას თანამედროვე მედიცინისთვის. ამ მხრივ მნიშნვმელოვანია განისაზრვროს დაავადებების სპექტრი, რომელიც არის ხშირი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი. ჩვენი კვლევის მიზანი იყო ჰოსპიტალიზირებულ პედიატრიულ პაციენტებში ხშირი დაავადებების სპექტრის დადგენა. კვლევის მეთოდები: კვლევა არის რეტროსპექტული და რანდომიზებული. შესწავლილი იყო თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით ჰოსპიტალიზებული პედიატრიული პაციენტების მონაცემთა ბაზა. გამოვყავით ორ ან მეტი ჰოსპიტალიზებული პაციენტების მონაცემები და მათგან რანდომულად შერჩეულ ყოველ მესამე პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დიაგნოზი იყო შესწავლილი სტატისტიკურად. შედეგები: სულ 678 პაციენტიდან შეირჩა 226 სტაციონარული სამედიცინო მონაცემი. მათ შორის 47 /20,7%/ პაციენტი ჰოსპიტალიზირებული იყო ორჯერ ან მეტჯერ ერთი წლის განმავლობაში. რესპირატორული ინფექციები იყო ყველაზე ხშირად განმეორებითი მიმართვის მიზეზი (35/15,4%), შემდეგ საშარდე გზების ინფექციები (12/5,3%). განმეორებით ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმრავლესობა (29/61,7%) მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. განმეორებით ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან (32/68,0%) დაყოვნდა 7-9 დღე.
დასკვნა: განმეორებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კლინიკურ პრაქტიკაში არის საყურადღებო. ჰოსპიტალიზაციის მიზეზი უმეტესად არის სასუნთქი გზების ინფექცია. განმეორებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში მაღალია ინტენსიური თერაპიაში მკურნალობის სიხშირე და სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობა.
წყაროები
Ballow M .Approach to the patient with recurrent infections./Clin Rev Allergy Immunol. 2008;34(2):129.
Seidel MG, Kindle G, Gathmann B... The European Society for Immunodeficiencies (ESID) registry working definitions for the clinical diagnosis of inborn errors of immunity. J Allergy Clin Immunol Pract 2019; 7: 1763–1770.
Hernandez-Trujillo VP Approach to Children with Recurrent Infections. Immunol Allergy Clin North Am. 2015;35(4):625. Epub 2015 Sep 4.
Gerard Pasternak, Aleksandra Lewandowicz-Uszyńska, Barbara Królak-Olejnik. Recurrent respiratory tract infections in children/Pol Merkur Lekarski. 2020 Aug 22;49(286):260-266.
E Nazzari 1, S Torretta, L Pignataro, P Marchisio, S Esposito. Role of biofilm in children with recurrent upper respiratory tract infections/Eur J Clin Microbiol Infect Dis. 2015 Mar;34(3):421-9.
S Yousefzadegan , M Tavakol , H Abolhassani , A Nadjafi, S Mansouri , R Yazdani, G Azizi, B Negahdari, N Rezaei, A Aghamohammadi.. Systematic investigation for underlying causes of recurrent infections in children: surveillance of primary immunodeficiency/ Eur Ann Allergy Clin Immunol. 2018 Mar;50(2):72-80.
Taha Ahmed, Xu Huiping, Ahmed Roaa… Medical and economic burden of delirium on hospitalization outcomes of acute respiratory failure: A retrospective national cohort, Medicine 102(2): p e32652, January 13, 2023
Yingfen Hsia, Brian R Lee, Ann Versporten… Use of the WHO Access, Watch, and Reserve classification to define patterns of hospital antibiotic use (AWaRe): an analysis of paediatric survey data from 56 countries, The Lancet Global Health, Volume 7, Issue 7, July 2019, Pages e861-e871
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები