ჰოსპიტალიზირებულ პედიატრიულ პაციენტებში ხშირად მოავადე ბავშვების დაავადებების სპექტრი

ბავშვები ხშირი ავადობა დაავადებების სპექტრი

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
June 20, 2023

ჩამოტვირთვები

აქტუალობა: ბავშვთა ასაკში ხშირი ჰოსპიტალიზაცია სასუნთქი სისტემის ინფექციებით, წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას თანამედროვე მედიცინისთვის. ამ მხრივ მნიშნვმელოვანია განისაზრვროს დაავადებების სპექტრი, რომელიც არის ხშირი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი. ჩვენი კვლევის მიზანი იყო ჰოსპიტალიზირებულ პედიატრიულ პაციენტებში ხშირი დაავადებების სპექტრის დადგენა. კვლევის მეთოდები: კვლევა არის რეტროსპექტული და რანდომიზებული. შესწავლილი იყო თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით ჰოსპიტალიზებული პედიატრიული პაციენტების მონაცემთა ბაზა.  გამოვყავით ორ ან მეტი ჰოსპიტალიზებული პაციენტების მონაცემები და მათგან რანდომულად შერჩეულ ყოველ მესამე პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დიაგნოზი იყო შესწავლილი სტატისტიკურად. შედეგები: სულ 678 პაციენტიდან შეირჩა 226 სტაციონარული სამედიცინო მონაცემი. მათ შორის 47 /20,7%/ პაციენტი ჰოსპიტალიზირებული იყო ორჯერ ან მეტჯერ ერთი წლის განმავლობაში. რესპირატორული ინფექციები იყო ყველაზე ხშირად განმეორებითი მიმართვის მიზეზი (35/15,4%), შემდეგ საშარდე გზების ინფექციები (12/5,3%). განმეორებით ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმრავლესობა (29/61,7%) მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. განმეორებით ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან (32/68,0%) დაყოვნდა 7-9 დღე.

დასკვნა: განმეორებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კლინიკურ პრაქტიკაში არის საყურადღებო. ჰოსპიტალიზაციის მიზეზი უმეტესად არის სასუნთქი გზების ინფექცია. განმეორებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში მაღალია ინტენსიური თერაპიაში მკურნალობის სიხშირე და სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობა.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.