ანოტაცია
აღსანიშნავია, რომ მოზარდებზე ეფექტური პედაგოგიური ზემოქმედების მისაღწევად, მნიშვნელოვანია მათთვის მეცნიერული ცოდნის მიწოდება პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლების შესახებ. ცოდნის ობიექტურობა კი, დამოკიდებულია იმაზე, თუ შედეგები რამდენად მეცნიერული და ობიექტური მეთოდებით არის მიღებული. ფსიქოლოგიური და პედაგოგიური შემოწმების სპეციფიკა მდგომარეობს მოზარდის განვითარების ფენომენების სისტემატურ ანალიზში. თანამედროვე განათლების გლობალური მიზანია მოზარდების განვითარების შემდგომი ჰუმანური მიდგომის პირობების შექმნა. ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა ჩატარდა 2022 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. კვლევა ანკეტირების მეთოდით განხორციელდა და სულ გამოიკითხა 16-20 წლის 186 ადამიანი (76 ბიჭი და 110 გოგონა). ჩვენს კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ საზოგადოების განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე ნებისმიერ სამეცნიერო სფეროში გამოიყენება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევები, პირდაპირ თუ ირიბად. დღეისათვის, შეუძლებელია უარყო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განათლების სფეროში არსებობა და მათი საჭიროება. ნაშრომში ჩანს, რომ ამ მხრივ, თანამედროვე პირობებში აქტუალური პრობლემაა განათლების სფეროში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური ფსიქოლოგიური და პედაგოგიური მეთოდების დაუფლება. ნაშრომში აღნიშნულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში, რომელიც განპირობებულია მთლიანად ინფორმაციული საზოგადოების შექმნით და განვითარებით, მათი დანერგვა განათლებაში საშუალებას იძლევა დააჩქაროს ცოდნის გადაცემა, კაცობრიობის დაგროვილი ტექნოლოგიური და სოციალური გამოცდილება, აუმჯობესებს სწავლების და განათლების ხარისხს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმაციული საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის შესაქმნელად. სტატია ეხება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დატვირთვის დონის გავლენის აქტუალურ საკითხებს კერძოდ, მოზარდების კომპიუტერზე მუშაობის სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ჩატარდა გამოკითხვა 16-20 წლის 186 სტუდენტზე (ბიჭები და გოგონები). გამოკითხულთაგანში განისაზღვრა კომპიუტერის დატვირთვის დონის სტრუქტურა, მათ შორის სქესის მიხედვით. გაანალიზებულია მოზარდების მუშაობის თავისებურებები პერსონალურ კომპიუტერებზე: კომპიუტერის გამოყენება სამეცნიერო მიზნებისთვის, სწავლისთვის, დასასვენებლად, ინტერნეტის სოციალურ ქსელებში ყოფნა. ჩატარდა კომპიუტერთან მუშაობის დროს სხვადასხვა სახის აქტივობების შედარებითი ანალიზი (ჭამა, დალევა, მუსიკის მოსმენა ყურსასმენებით) კომპიუტერით დატვირთვის დონეების: დაბალი, საშუალო და მაღალის მიხედვით. დადგინდა ტელევიზიის ყურების ხანგრძლივობა, სუფთა ჰაერზე სიარულის დრო და ღამის ძილის ხანგრძლივობა მოზარდებს შორის კომპიუტერის დატვირთვიდან გამომდინარე. მოცემულია ჩივილებისა და არასასურველი კლინიკური გამოვლინებების ანალიზი, რომლებიც გამოწვეულია ხანგრძლივი კომპიუტერის დატვირთვით. ჩვენ შევეცადეთ თავალსაჩინოდ გამოგვეტანა თუ რამდენად აუცილებელია თანამედროვე კომპიუტერული მეთოდების დანერგვა, რომელიც განსაკუთრებით აადვილებს მიღწევების დონისა და სწავლის დინამიკის რუტინული კონტროლის ამოცანას. აგრეთვე აღნიშნულია თუ რა გავლენა აქვს საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგებს მოსწავლის განათლებისა და აღზრდის პროცესზე, რადგან ცვლის ცოდნის გადაცემის სქემას და სწავლების მეთოდებს. ამასთან, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგების დანერგვა განათლების სისტემაში არა მხოლოდ გავლენას ახდენს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე, არამედ ნერგავს ახლს განათლების პროცესში. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია განათლებაში საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგების დანერგვის გზებზე:
- საწყისი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერების ინდივიდუალურ გამოყენებასთან, ძირითადად განათლების სისტემის ორგანიზებისთვის, მისი ადმინისტრაციული მართვისა და მართვის პროცესის შესახებ ინფორმაციის შესანახად;
- თანამედროვე, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერული სისტემების შექმნასთან, ინტერნეტთან და საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაახლოებასთან;
- მომავალი, რომელიც დაფუძნებულია ახალი ICT-ების საგანმანათლებლო ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაზე.
წყაროები
„Effects of The Computer Use for Children and Teenagers From Romania“ 4th WSEAS Int. Conf. on E-ACTIVITIES, Miami, Florida, USA, November 17-19, 2005 (pp94-99).
Health-Related Internet Use by Children and Adolescents: Systematic Review“ J Med Internet Res. 2018 Apr; 20(4): e120. Published online 2018 Apr 3. doi: 10.2196/jmir. 7731.
Rakhmanin Yu.A., Ushakov I.B., Sokolova N.V., Rapoport I.K. An integrated approach to assessing the hygienic quality of life for students. Gigiena i sanitariya. 2010; 2: 67—70.
Evert L.S., Makarova M.V., Maslova M.Yu., Lar'kina M.V., Potupchik T.V. Heart rate variability in primary school children with different levels of adaptation to high teaching load. Sibirskoe meditsinskoe obozrenie. 2009; 4 (58): 32—5.
Computer and its effect on the human body. Available at: http:// acqnity.do.an/news/referat_po_informatike_dlja_gia_kompjuter_i_ego_vlianie_na_organizm_cheloveka/2010-06-19-363.
Mukhametzyanov I.Sh. Medical Aspects of Education Informatization: Monograph [Meditsinskie Aspekty Informatizatsii Obrazovaniya: Monografi ya]. Moscow: IIO RAO; 2010.
Smagulov N.K., Khanturina G.R., Kozhevnikova N.G. The impact of computers on the health of students. Mezhdunarodnyy zhurnal eksperimental'nogo obrazovaniya. 2013; 10—2: 271—5.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .