ციფრული ცოდნის ფორმალიზაცია და მონაცემთა მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები

ავტორები

მართვის თანამედროვე მიდგომები ეფუძება ორგანიზაციაში დაგროვილი ცოდნის ფორმალიზებას და შემდგომში გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემების დანერგვას.  ორგანიზაციებში დაგროვილი ცოდნის ფორმალიზებისთვის საჭიროა განვიხილოთ მონაცემთა ფორმალიზების ფორმები.  ცოდნის კარგი ბაზების განსავითარებლად საჭიროა კარგი ცოდნის რეპრეზენტატორი. განვიხილოთ ცოდნის რეპრეზენტირების ასპექტები სემანტიკური ვების მაგალითზე. არსებობს მონაცემთა შენახვის ზოგიერთი გავრცელებული  ხედვა. დოკუმენტთა სისტემა, საგანზე ორიენტირებული მონაცემთა ბაზა, რელაციური მონაცემთა ბაზა, ობიექტ რელაციური მონაცემთა ბაზა. ცოდნის მართვის სისტემის პროგრამული ენის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია დამატებითი კომპონენტები, როგორიცაა: მოქნილობა, პროგრამის გამოყენების შესწავლის სიმარტივე, ეფექტურობა, გაფართოვება, მხარდაჭერა, პორტაბელურობა და საიმედოობა. ცოდნის მართვის სისტემის ინსტრუმენტების კლასიფიკაციას წარმოდგენს: წინადადების ლოგიკა (PL), პირველი რიგის ლოგიკა (FOL), უმაღლესი რიგის ლოგიკა (HOL), მოდალური ლოგიკა, ბუნდოვანი ლოგიკა, მრავალმნიშვნელოვანი ლოგიკა, დროითი ლოგიკა, აღწერითი ლოგიკა (DL), ჩარჩო და წესებზე დაფუძნებული სისტემები. ორგანიზაციის ტიპის მიუხედავად, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მქონე სისტემა ამარტივებს  მისი ცოდნის ფორმალიზებას და რეპრეზენტირებას. რაც საფუძვლეს ქმნის სწრაფი და ეფექტური მართვისთვის.

მსგავსი სტატიები

<< < 13 14 15 16 17 18 19 20 21 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.