ანოტაცია
ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვების ქირურგიული მკურნალო ბის დროს ზოგადი ანესთეზიის მიზნით ინჰალაციური სანარკოზე საშუალებებიდან ფართოდ გამოიყენება ჰალოტანი (1, 2). ჰალოტანი არის ყველაზე იაფასიანი და ამავე დროს მაღალეფექტური ინჰალაციური სანარკოზე საშუალება. ჰალოტანის ფართოდ გამოყენება, აისს ნება აგრეთვე იმით, რომ მისი ელიმინაცია ხდება ძირითადად ფილტვებით და მხოლოდ 20% განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში. დღეისათვის გამოყენებადი რვა ინჰალაციური ანესთეტიკის, მათ შორის ჰალოტანის, საბოლოო ზემოქმედება ანუ ზოგადი ანესთეზია, რომელიც ხორციელდება თავის ტვინის მრავალ სტრუქტურაზე, დამოკიდებულია თავის ტვინში მათი თერაპიული კონცენტრაციის მიღწევაზე. ამავე დროს, ბოლომდე არ არის გარკვეული თავის ტვინის ნეირონებზე მათი ზემოქმედების კონკრეტული მექანიზმი.
წყაროები
Vadachkoria, Zurab, Мarina Giorgobiani, and Lia Dzidziguri. "SOME PECULIARITIES OF ANESTHESIA AT THE UP AND PALATE PLASTICS." Collection of Scientific Works of Tbilisi State Medical University 38 (2002): 154-157.
ლ. ძიძიგური, ზ. ვადაჭკორია, მ. გიორგობიანი, დ. ძიძიგური. ჰალოტანით ნარკოზის დროს ექსპერიმენტული ცხოველების უჯრედებში გენების ექსპრესიაზე ზოგიერთი ფარმაკოლოგიური პრეპარატის ზეგავლენა//თბილისი, ფარმაცევტთა I საერთაშორისო კონგრესის თეზისები, 28-30 ოქტომბერი, 2002, გვ. 84
Walker M. C., Perry Н.‚ Scaravilli TF., Patsalos P. N., Shorvon S. D., Jefferys J. G R. Halothane as a Neuroprotectant During Constant Stimulation of the Perforate Path. //Epilepsia, 40(3):359-364. I999. https://doi.org/10.1111/j.1528-1157.1999.tb00718.x
Dzidziguri D., E. Bakuradze, Dzidziguri L., Vadachkoria Z. The study of halothane influence on morphofunctional activity of Rat brain cells during the premedication with midazolam //Abstracts of international conference of morphologists in memory of G. Tumanishvili, May 1, Tbilisi, 2009, 71-73.
Dzidziguri, L., et al. "Influence of some benzodiazepines on the transcriptional activity of lung cells of the experimental animals." Collection of Scientific Works of Tbilisi State Medical University 39 (2003): 385-387.
Vadachkoria Z, Dzidziguri L., E. Bakuradze, Dzidziguri D. The positive effects of midazolam on functional activity of white rat btain cells in conditions of halothane anesthesia //Georgian Medical News, 2009, 5(170), 91-95.