ანოტაცია
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვეფასებინა ახალი სამამულო წარმოების პრეპარატის ლაზოლექსის 5%-იანი ჟელეს გამოყენების ეფექტურობა ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული სტომატიტების მკურნალობის კომპლექსში. დასახული მიზნების რეალიზაციისთვის გამოვიკვლიეთ და მკურნალობა ჩავუტარეთ 19-დან 55 წლამდე ასაკის ქრონიკული მორეციდივე ჰერპესული სტომატიტის მქონე პრაქტიკულად ჯანმრთელ 54 პაციენტს. ისინი დავყავით 2 ჯგუფად, თითოეულში გავაერთიანეთ 27-27 (50±0,5%) პირი. ორივე ჯგუფის პაციენტებს მკურნალობას ვუტარებდით ერთი და იმავე სქემით იმ განსხვავებით, რომ I ჯგუფის პაციენტების ადგილობრივი მკურნალობის კომპექსში ვიყენეთბდით ლაზოლექსის 5%-იან ჟელეს, ხოლო II საკონტროლო ჯგუფის პირში - ზოვირაქსის 5%-იან მალამოს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ I ჯგუფში 27 (50±0,5%) პაციენტიდან 5%-იანი ლაზოლექსით მკუნალობის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ 19 (70,37±0,42%) პირთან, ხოლო გაუმჯობესება - 6-თან (22,22±1,87%). რაც შეეხება ეფექტურობის არარსებობას, ასეთი შედეგი დაფიქსირდა დაავადების მძიმე ფორმის მქონე 2 (7,41±1,87%) პაციენტთან. II ჯგუფში 27 (50±0,5%) პაციენტიდან ზოვირაქსით მკუნალობის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ მხოლოდ დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე 5 (18,52±0,9%) პაციენტთან, ხოლო გაუმჯობესებას - 15-თან (55,6±0,8%). რაც შეეხება ეფექტურობის არ არსებობას, ასეთი შედეგი დაფიქსირდა 7 (26,16±1,67%) პაციენტთან, მათ შორის ყველასთან (5 პირი) დაავადების მძიმე ფორმის და 2-თან საშუალო სიმძიმის დროს. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ სამამულო წარმოების მცანარეული პრეპარატი ლაზოლვექსის 5%-იანი ჟელე ხელს უწყობს ტუჩის წითელ ყაეთანზე და მიმდებარე კანზე ეპითელიზაციის პროცესების დაჩქარებას და რემისიის ინტერვალის გაზრდას. მას არ გააჩნია უარყოფითი გვერდითი მოვლენები და კარგად გადაიტანება ორგანიზმიეს მიერ. ამგვარად, ლაზოლვექსის 5%-იანი ჟელე შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული ქრონოკული მორეციდივე ჰერპესული სტომატიტის მკურნალობაში ადგილობრივად აპლიკაციის სახით.
წყაროები
მ. ივერიელი, ნ. აბაშიძე, ხ. გოგიშვილი, ნ. გოგებაშვილი. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები. 2012 წელი. თბილისი 199-112 გვ.;
Баррер Г.М. забалевания слизистой оболочки полости рта –м., 2010, 245с.;
Боровский Е.В. Машкилейсон А.Л. забалевания слизистой оболочки полости рта и губ. –м., 2001, 319с.;
Гранитов В.М Герпесвирусная инфекция Н-Новгород, НГМА, 2001, 77с.;
Данилевский Н.Ф забалевания слизистой оболочки полости рта, 2001, 271 с.;
Ласкарис Дж. Лечение забалевания слизистой оболочки полости рта, М, 2006, 300 с.;
Луцкая И.К забалевания слизистой оболочки полости рта –м., 2007, 285с.;
Цветоков Л.А., Арутюнов С.Д. Петрова Л.В. Перламутров Ю.Н. забалевания слизистой оболочки полости рта и губ. –м., 2005, 20с.;
Банченко Г.В., Максимовский Ю.М., Гранин В.М. Язык-“зерколо” организма.-М. ЗАО “Бизнес-центр” “стоматологиа”, 2000, 407с.;
Emmert D.H. Treatment of common cutaneous herpes simplex virus infections. Amer. Fam. Phys. 2000, 61, 1697-1706;
Epstein J.B., Ransier A., Sherlock C.H., Spinelli J.J, Reece D. Acyclovir prophylaxis of oral herpes virus during bone marrow transplantation. Europ. J. Cancer B Oral oncol 1996, 32, 158-162;