ყვრიმალ-ორბიტული კომპლექსის მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობის ოპტიმალური გზები და შესაძლო გართულებები

როგორ უნდა ციტირება

ორჯონიკიძე ზ., აწყვერელი ლ., ბრეგაძე ო., ჭუჭულაშვილი ნ., & წიკლაური გ. (2026). ყვრიმალ-ორბიტული კომპლექსის მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობის ოპტიმალური გზები და შესაძლო გართულებები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4594

ანოტაცია

თავი და განსაკუთრებით მისი სახის ნაწილი წარმოადგენს ღია და ნაკლებად დაცულ რეგიონს ტრავმული დაზიანებების თვალსაზრისით. შეთავსებული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების დაახლოებით 16%-ს აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობები. სტატისტიკური მონაცემებით, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა შეადგენს სახის შუა ზონის ძვლების მოტეხილობების 20%. ბოლო პერიოდში ტექნოგენური კატასტროფების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, საყოფაცხოვრებო და კრიმინალური ტრავმების რიცხვის ზრდის ფონზე აღნიშნული დაზიანების სიხშირე 37,5%-მდე გაიზარდა [2, გვ. 162]. რამდენადაც ყვრიმალის ძვლის სხეული მონაწილეობას ღებულობს თვალბუდის ქვედა და გარეთა კედლების შენებაში, მისი მოტეხილობის დროს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს თვალბუდის მთლიანობის დარღვევას. რიგი ავტორების მონაცემებით, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობე-ბის 39%- 40% შეუღლებულია თვალბუდის კედლების (ძირითადად მისი ქვედა კედლის) მოტეხილობასთან. ასეთ დროს საუბრობენ ყვრიმალ-ორბიტული კომპლექსის მოტეხილობაზე. გარდა აღნიშნულისა, ყვრიმალ-ორბიტული კომპლექსის მოტეხილობის 6,0% - 6,6%-ში ადგილი აქვს თვალის კაკლის სხვადასხვა სახის დაზიანებას, ხოლო 25,5%-ში ვლინდება თვალბუდის ქსოვილების დაზიანება თვალის მამოძრავებელი კუნთების ჩათვლით.

Downloads

Download data is not yet available.