ანოტაცია
სხეულის მცირე ტრავმული დაზიანებაც კი სიმსივნურად შეცვლილი ელენთის მთლიანობის დარღვევის მაღალი რისკის შემცველია.
ელენთის კისტოზურ წარმონაქმნებში იგუ-ლისხმება ელენთის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი კისტები და აბსცესები. ჭეშმარიტი კისტის პირველი შემთხვევა აღწერილია პარიზში 1829 წ-ს ექიმ G.Aნდრალ-ის მიერ [1]. ელენთის კისტა
გვხვდება იშვიათად, მოსახლეობის 0.07-1%-ში [2,3,4,5,6]. კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფენ:
პირველადი ტიპის (ანუ ჭეშმარიტი კისტები), რომელთა კედლებიც ამოფენილია ეპითელიუმით. პირველად კისტებში გამოყოფენ - პარაზიტულ და არაპარაზიტულ კისტებს. მეორადი კისტები (ფსევდოკისტები), რომელთა კედლები არ არის ამოფენილი ეპითელური ქსოვილით, უფრო ხშირად ვითარდება ელენთის დახურული ტრავმების შემდეგ. ასევე შე-იძლება განვითარდეს ინფექციისა და გადატანილი ინფარქტის შემდეგაც [1,2,4,5].