დულოქსეტინის პოლაროგრაფიული ანალიზი
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

რაზმაძე ნ., იმნაძე ნ., გურგენიძე ი., ნიჟარაძე ნ., & კიკვაძე ზ. (2023). დულოქსეტინის პოლაროგრაფიული ანალიზი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 120–123. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2294

ანოტაცია

მენტალური ჯანმრთელობა პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არსებობს ამ ტერმინის საპირისპირო ცნება- ,,მენტალური აშლილობა”. ფსიქიკური აშლილობისას ადამიანს არ შეუძლია პრობლემებთან გამკლავება და ცხოვრებისეულ პირობებთან ადაპტირება. დღევანდელი მიდგომა ფსიქიკური აშლილობის მკურნალობისადმი კი გულისხმობს ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებას და, ამავდროულად, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ჩარევას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ფსიქოტროპული საშუალების - დულოქსეტინის ელექტროქიმიური მახასიათებლების შესწავლა და ანალიზის ოპტიმალური პირობების შერჩევა. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით, დულოქსეტინი არის ძალიან საინტერესო პრეპარატი. მისი გამოყენების ინსტრუქციაში პირდაპირ წერია, რომ პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია ოჯახის წევრის მეთვალყურეობა, ვინაიდან პრეპარატის გვერდითი ეფექტია სუიციდური იდეების პროვოცირება. ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ დულოქსეტინის ჰიდროქლორიდი პოლაროგრაფიულად აქტიური ნივთიერებაა 0.5 M NaClO4-ის ფონზე წყალხსნარებსა და ეთილის სპირტის ხსნარებში. ის ორივე გამხსნელში იძლევა ერთტალღიან დიფუზური ხასიათის მრუდებს. ასევე განისაზღვრა კონცენტრაციის ფარგლები, სადაც პროცესი არის სწორხაზოვანი დულოქსეტინისა (c=1.12´10-4 - 8.4´10-4 მოლი/ლ (წყალში) და c=6.54´10-4 - 7.19´10-3 მოლი/ლ (ეთილის სპირტში). დადგინდა, რომ დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის რაოდენობრივი განსაზღვრის მიზნით შესაძლებელია, როგორც წყლიანი, ისე სპირტიანი ხსნარების გამოყენება, ვინაიდან პროცესი ორივე არეში სწორხაზოვანია: 0.5 M NaClO4-ის წყალიან არეში საკალიბრო მრუდის სწორხაზოვნება არის R2=0.9926, ხოლო სპირტიან არეში - R2=0.971. წყლიანი ხსნარის სწორხაზოვნება საკმაოდ მაღალია და, შესაბამისად, შესაძლებელია მისი ეფექტური გამოყენება დულოქსეტინის როგორც ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ისე ფარმაკოკინეტიკური კვლევების დროს, რაოდენობრივი ანალიზისთვის.

PDF (English)

წყაროები

Ali K Attia, Noha S Rashed and Omneya A Mohamed - Voltammetric assay of duloxetine hydrochloride at carbon-based electrode modified by titanium dioxide nanoparticles

enriched with multi-walled carbon nanotubes Interdisciplinary Journal of Chemistry Volume 03, Issue 01 2018

S. Atkins, J. M. Sevilla, M. Blazquez, T. Pineda, J. Gonzalez-Rodriguez - Electrochemical Behaviour of Carbamazepine in Acetonitrile and Dimethylformamide Using Glassy Carbon Electrodes and Microelectrodes Electroanal. 22 (2010)2961

V.CERDA POLAROGRAPHY ; ENCYCLOPEDIA OF ANALYTICAL SCIENCE (SECOND EDITION )2005 https://www.sciencedirect.com/topics/chemistry/polarography

Kaplan & Sadock’s Synopsis of Psychiatry: Behavioral Sciences/Clinical Psychiatry, 10th Edition by Sadock, Benjamine James; Sadock, Virginia Alcott p 1081-1083

José M. Pingarrón, Ján Labuda, Jiøí Barek, Christopher M. A. Brett - Terminology of electrochemical methods of analysis (IUPAC Recommendations 2019) Pure and Applied

Chemistry 92(4):641-694

Emma Tay, Andreas Sotiriou, Garry G.Graham, Kay Wilhelm, Leone Snowden, Richard o day. restarting antidepressant and antipsychotic medication after international overdoses: need for evidence - based guidance Ther Adv Psychopharmacol. 2019; 9: 2045125319836889

Downloads

Download data is not yet available.