ანოტაცია
საქართველოში, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მეტად გავცელებულ დაავადებას ქართულ პოპულაციაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით (2012 წლის მონაცემებით) მთელი მსოფლიოს მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზია დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აღენიშნება და ყოველწლიურად გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 7 მილიონზე მეტია. არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების დიაპაზონი საკმაოდ დიდია, თუმცა აგფ ინჰიბიტორები იყვნენ და რჩებიან ყველაზე ხშირად დანიშნულ მედიკამენტებად არტერიული ჰიპერტენზიის დროს. ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმები ხშირად იძულებულნი არიან პაციენტთან ერთად განიხილონ ისეთი დელიკატური თემა, როგორიცაა ამა თუ იმ მედიკამენტოზური საშუალების ყოველთვიური და წლიური კურსის ღირებულება [1,2,3,4]. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, მოგვეხდინა აგფ ინჰიბიტორების, კერძოდ, ლიზინოპრილის გენერიკების: დიროტონი, კვადრიცა, ლიზინოკორი, გამალიზინი, ლიზიგამა, ლიზორილი-ფარმაკოეკონომიკური ანალიზი ღირებულების მინიმიზაციის მიზნით.
წყაროები
. არტერიული ჰიპერტენზია, ნაციონალური გაიდლაინი სრული ვერსია 2006წ. პროფ. ბეჟან წინამძღვრიშვილი.
ვლადიმერ მახარაძე, დისერტაცია - „გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებათა ფარმაკოეკონომიკური გამოკვლევა აჭარის მაგალითზე” 2003 წელი.
Дзяк Г.В., Ханюков А.А., Люлька Ю.П. и др. (2009) Актуальные вопросы антигипертензивной терапии. Рациональный выбор препаратов. Укр. мед. часопис, 1(69): 17-25
Van Vark, L. Angiotensin-converting enzyme inhibitors reduce mortality in hypertension: a meta-analysis of randomized clinical trials of renin-angiotensin-aldosterone system inhibitors involving 158 998 patients / L.van Vark [et al.] // Eur. Heart. J. – 2012. – doi:10.1093/eurheartj/ehs075.