სხვადასხვა ჯიშის ვაზის ყლორტში ფლავონოიდების ჯამის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

მურთაზაშვილი თ., ჯოხაძე მ., სივსივაძე კ., ბოკუჩავა ნ., & მაისურაძე ბ. (2019). სხვადასხვა ჯიშის ვაზის ყლორტში ფლავონოიდების ჯამის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 51, 88–90. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/111

ანოტაცია

ფლავონოიდები, ფენოლური ნაერთების დიდი ჯგუფი, წარმოადგენს მნიშვნელოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფლავონოიდები ფართოდ არის გავრცელებული მცენარეულ სამყაროში. მათ ძირითადად შეიცავს მცენარის ნაყოფები, ფოთლები და ყვავილები. ფლავონოიდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, ვაზი და ვაზის პროდუქტები. მოცემული კვლევის ფარგლებში შემუშავებული იყო სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის ყლორტებიდან ფლავონეიდების ექსტრაქციის ოპტიმალური პირობები. ფლავონეიდების გამოყოფისათვის გამოიყენებოდა ორჯერადი ექსტრაქცია 96 % ეთანოლის გამოყენებით, ხოლო გასუფთავება ხდებოდა ქლოროფორმით. მიღებულ ექსტრაქტში ფლავონოიდების ჯამის განსაზღვრისათვის შემუშავებული იყო ფოტოკოლორიმეტრული მეთოდის ოპტიმალური პირობები, ხოლო იდენტიფიცირება მოხდა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიული მეთოდით, მოძრავი ფაზა ქლოროფორმი-მეთანოლი-წყალი (26 : 14 : 3) 20 x 20 სმ, სკანირება ულტრაიისფერ შუქზე 254 და 365 ნმ სიგრძის ტალღაზე.  მოცემული კვლევის შედეგებით დადასტურდა ვაზის გადანაყარ პროდუქტში, ყლორტში ფლავონოიდების შემცველობა, რაც თავის მხრივ, ქართული ვაზის ყლორტების ფლავონოიდების წყაროდ გამოყენებას გახდის შესაძლებელს.  

PDF (English)

წყაროები

1. F. Guerreroa R., Biaisb B., Richard T, Puertasa B., Waffo-Teguob P., Merillon J.M., Cantos-Villara E., Grapevine cane’s waste is a source of bioactive stilbenes, Industrial Crops and Products, Volume 94, 30 December 2016, pp. 884-892
2. Guilford M.J., Pezzuto J.M, Vitic J.E., Wine and Health, July 26, pp.105-111
3. Imazio S., Maghradze D, De Lorenzis G., Roberto Bacilieri G, Laucou V, This P, Scienza A., Failla O., From the cradle of grapevine domestication: molecular overview and description of Georgian grapevine (Vitis vinifera L.) germplasm, June 2013, Volume 9, Issue 3, pp 641–658
4. Kumar S., Pandey K., Lu K. P., Sastre J., Chemistry and Biological Activities of Flavonoids, The Scientific World Journal, Volume 2013, pp. 241-257
5. Mazza G., Francis F. J., Anthocyanins in grapes and grape products, Critical Reviews in Food Science and Nutrition , Sep 2009, pp. 341-371
6. Pietta P.G., Flavonoids as antioxidants, J Nat Prod. 2000 Jul, pp.63-70
7. Teixeira A., Baenas N., Dominguez-Perles R., Barros A., Rosa E., Diego A. Moreno A.D., 2, Garcia-Viguera. C., Natural Bioactive Compounds from Winery By-Products as Health Promoters, Int J Mol Sci. 2014 Sep; pp.15-24

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...