ასოციაცია ესენციური ჰიპერტენზიის შემთხვევებსა და მიწისპირა ოზონის კონცენრტაციას შორის თბილისში (2015-2018 წლებში)
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2025.11.01.18საკვანძო სიტყვები:
მიწისპირა ოზონი, ჰაერის ხარისხი, ავადობა, ჰიპერტენზიაანოტაცია
ოზონის ხანგრძლივი ზემოქმედება გარკვეულ ასოციაციებს ამჟღავნებს ჯანმრთელობის ისეთ მახასიათებლებთან, როგორებიცაა არტერიული წნევა, ჰიპერტენზია და სხეულის მასის ინდექსი.
ოზონის ზემოქმედება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი არაგადამდები დაავადებების როგორც დინამიური, ასევე დაჩქარებული პროგრესირებისთვის ხანდაზმულ პოპულაციებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ან დისლიპიდემია.
კვლევის მიზანია კორელაციების დადგენა მიწისპირა ოზონის დონესა და ესენციური ჰიპერტენზიის ინციდენტობას შორის.
მეთოდები: ჩვენ მოვიპოვეთ მიწისპირა ოზონის დონეების რიცხობრივი მონაცემები და ესენციური ჰიპერტენზიის ინციდენტობის მაჩვენებლები. მიწისპირა ოზონის კვლევა მიმდინარეობდა 2015-2018 წლებში, სხვადასხვა დაავადებებითა და მათ შორის ესენციური ჰიპერტენზიით ავადობის მაჩვენებლების მოძიებაში გამოვიყენეთ NCDC-ის მონაცემები.
შედეგები: ოზონის დონესა და ესენციური ჰიპერტენზიის შემთხვევებს შორის კორელაციური კავშირის კვლევამ აჩვენა, რომ პირსონის კოეფიციენტის მნიშვნელობამ შეადგინა r=-0.3765 (p=0.011). ეს კავშირი უკუკორელაციურ ხასიათს ატარებს, ანუ რაც მეტია ოზონის დონე, მით ნაკლებია ესენციური ჰიპერტენზიის შემთხვევების რაოდენობა.
დასკვნები
- მიწისპირა ოზონის საშუალო მედიანას ტოლი ან ნაკლები მაჩვენებლის დროს სარწმუნოდ მომატებულია ესენციური ჰიპერტენზიის (p<0.05),
- 2015-2018 წწ. შემოდგომის თვეებში ოზონის დონე სარწმუნო უკუკორელაციურ კავშირს ავლენს ესენციური ჰიპერტენზიის (r = - 0.709; p =022), გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობის (r = - 0.714; p = 0.020), ინციდენტობის მაჩვენებლებთან.
პრაქტიკული რეკომენდაციები:
- აუცილებელია ჰაერის ხარისხის მუდმივი კონტროლი და მის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივების გამოჩენა.
- გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების დონე მუდმივად უნდა ისაზღვრებოდეს, რათა დროულად გაფრთხილდეს მოსახლეობა მავნე ეფექტების შესამცირებლად (ღია სივრცეში დაყოვნების შემცირება, გარე ჰაერის დამაბინძურებლების შიდა სივრცეში შეღწევის შემცირება).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
SVANIDZE M, GABUNIA F, TABORIDZE I, SVANIDZE N. Influence of Troposphere Ozone on Respiratory, Cardiovascular and Central Nervous System Diseases (Literature Review). Experimental and Clinical Medicine Georgia. 2022 Jun 2(4).
Svanidze M, Svanidze N, Tufinashvili T. ოზონი, სიბერის დაწყება და ოქსიდაციური სტრესი. Scientific Journal „Spectri “. 2023 Mar 10;1.
Zhang F, Wang Z, Li L, Su X, Hu Y, Du Y, Zhan Q, Zhang T, An Q, Liu T, Wu Y. Long-term exposure to low-level ozone and the risk of hypertension: a prospective cohort study conducted in a low-pollution region of southwestern China. Science of The Total Environment. 2024 Nov 20;952:175900.
Zhang F, Wang Z, Li L, Su X, Hu Y, Du Y, Zhan Q, Zhang T, An Q, Liu T, Wu Y. Long-term exposure to low-level ozone and the risk of hypertension: a prospective cohort study conducted in a low-pollution region of southwestern China. Science of The Total Environment. 2024 Nov 20;952:175900.
Zhuang Z, Chen J, Lin W, Chen G, Wang M, Qian ZM, Hu P, Ai Z, Zhang C, Kavuri M, McMillin SE. Ambient ozone exposure and course of non-communicable diseases among elderly individuals with hypertension, diabetes or dyslipidemia: prospective cohort study in GOLD-Health. Environmental Pollution. 2025 Aug 26:127027.
Coogan PF, White LF, Yu J, Brook RD, Burnett RT, Marshall JD, Bethea TN, Rosenberg L, Jerrett M. Long-term exposure to NO2 and ozone and hypertension incidence in the black women’s health study. American journal of hypertension. 2017 Apr 1;30(4):367-72.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
