ალ.ყიფშიძე - ქართულ-რუსულ და ქართულ -სომხურ ურთიერთობებზე

ალ.ყიფშიძე - ქართულ-რუსულ და ქართულ -სომხურ ურთიერთობებზე

ავტორები

  • მაკა დოლიძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2025.11.01.03

საკვანძო სიტყვები:

პუბლიკაცია, საქართველო, სომხები, მეცნიერი, ურთიერთობები, წარსული

ანოტაცია

    ალექსანდრე ყიფშიძე ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან პუბლიცისტური საქმიანობა ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს დაიწყო, აქვეყნებდა კორესპონდენციებს გაზეთ „დროებაში“. მოგვიანებით თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში:  „ცნობის ფურცელში“, „მეგობარში“, „ისარში“, „მოამბეში“, „ერსა“ და „ივერიაში“.  იგი  იყო ჟურნალ „კლდისა“ და გაზეთ „საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი.

    ალექსანდრე ყიფშიძე სისტემატურად წერდა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. იგი, როგორც ისტორიკოსი კარგ ცოდნას ამჟღავნებდა არა მარტო საქართველოს ისტორიის, არამედ ევროპის ქვეყნების ისტორიის მიმართაც. პუბლიკაციებში საუბრობდა ეკონომიური ცხოვრების, ეთნოგრაფიის, კულტურის, ლიტერატურის  საკითხებზე. თითოეულ საკითხზე  მოჰყავდა სათანადო არგუმენტები, შესაბამის დასკვნებს აკეთებდა და ამომწურავ  პასუხს იძლეოდა იმაზე, თუ რა არის იმისათვის აუცილებელი, რომ ერთ მუშტად შეიკრას ერი  და გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები.  

    პუბლიცისტი ყურადღებას ამახვილებდა   ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობებზე, იგი წერდა, რომ ყველა სომეხს მოღალატეობას ვერ დასწამებდით, ყველანი როდი იყვნენ რუსი მოხელეების ერთგულნი.

ალ.ყიფშიძე საუბრობდა  ყველა იმ მეცნიერის შესახებ, რომელიც ცდილობდა გაეყალბებინა საქართველოს წარსული, მისი ისტორია და თავისი მოსაზრებებით დაეკნინებინა ქართველი ხალხი.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მაკა დოლიძე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

პროფესორი

წყაროები

გაზ.„ისარი“№4, 1907 წლის 10 იანვარი;

გაზ. „მეგობარი“№39, 1906 წლის 10 ნოემბერი;

გაზ. „მეგობარი“№39, 1906 წლის 7 ნოემბერი;

გაზ. „მეგობარი“№11, 1906 წლის 7 ოქტომბერი;

ა-ლისა „საქართველოს ისტორია და ბატონი ეზოვი“ ჟურნ.„მოამბე“ № 1,1899 წ., file:///C:/Users/MyComputer/Downloads/Moambe_1899_N1%20(2).pdf ბოლო ნახვა 5.V.2025

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) „ქვათა ღაღადი“ VII http://geolit.ge/ilia/qvata_gagadi_7.htm ბოლო ნახვა 5.V.2025

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-22

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...