უმაღლესი განათლება და მდგრადი განვითარების მიზნები

უმაღლესი განათლება და მდგრადი განვითარების მიზნები

ავტორები

  • ჟანეტა კილასონია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2023.15

საკვანძო სიტყვები:

უმაღლესი განათლება, მდგრადი განვითარების მიზნები, ათასწლეულის განვითარების მიზნები

ანოტაცია

სტატია ფოკუსირებულია უმაღლეს განათლებასა და მდგრადი განვითარების მე-4 მიზანზე, რომელიც გულისხმობს ინკლუზიური და თანასწორი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნას ყველასათვის. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ მდგრადი განვითარების მიზნების და მისი 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წელს. ეს სტატია მიზნად ისახავს მკითხველმა გაანალიზოს   მდგრადი განვითარების 4 მიზანსა და უმაღლეს განათლებას შორის კავშირი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ 2015 წელს მიღებული 17 მდგრადი განვითარების მიზანი (Sustainable Development Goals SDGs) მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს და ვრცელდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე. მდგრადი განვითარების მიზნებმა გააფართოვა ხედვა, რის შედეგადაც დაწყებით და საშუალო განათლებასთან ერთად მოიცვა უმაღლესი განათლება. ეს მნიშვენლოვანი ნაბიჯი იყო რადგან ათასწლეულის განვითარების მიზანების დღის წესრიგის ნაწილი არ იყო უმაღლესი განათლება. მდგრადი განვითარების მე-4 მიზანი მოითხოვს თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე მათ შორის უმაღლეს განათლებაზე. ამასთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ,   მდგრადი განვითარების ყველა მიზნის მიღწევაში,  მათი განსაკუთრებული როლის გამო ადამიანის ცნობიერების ფორმირებაში, ცოდნის წარმოებასა და ინოვაციაში. გარდა ამისა, უმაღლესი სასწავლებლები პასუხისმგებელნი არიან დაეხმარონ ადამიანებს თავიანთი მოქალაქეობრივი როლის გაცნობიერბაში და უზრუნველყონ უნარ-ჩვევები და კომპეტენციები მომავალი პროფესიონალებისთვის, რათა უპასუხონ მდგრადი განვითარების გამოწვევებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ჟანეტა კილასონია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სოციალური მეცნიერებების დოქტორანტი

წყაროები

გურგენიძე ვ. კილასონია ჟ. „გლობალიზმის ეპოქის უმაღლესი განათლების საკითხები“. სამეცნიერო ჟურნალი „განათლება“. 5 (36). 2022: 17-21.

კილასონია ჟ. „უმაღლესი განათლების მიზნები და სოციალური უთანასწორობა“. სამეცნიერო ჟურნალი „განათლება“. 4 (35). 2021: 24-28.

Claeys-Kulik AL, Jørgensen TE, Stöber H. Diversity, equity and inclusion in European higher education institutions. Results from the INVITED Project. Brussel: European University Association Asil, 51p. 2019 Nov.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2016-2030 (https://sdg.gov.ge/main);

Chankseliani M, McCowan T. Higher education and the sustainable development goals. Higher Education. 2021 Jan;81(1):1-8.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სტრატეგია სტრატეგია 2022-2030. (https://matsne.gov.ge/ka/document/view/5557675?publication=0);

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-03-10

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...