ნატოს ბირთვული შეკავებისა და თავდაცვის გამოწვევები XXI საუკუნეში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.03.07

საკვანძო სიტყვები:

ალიანსის უსაფრთხოება, ნატოს ბირთული პოლიტიკა, ბირთული თავდაცვა, ანტისარაკეტო თავდაცვა, ბირთვული შეკავება

ანოტაცია

        ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წარმოადგენს სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. მისი ფუნქციური არსი უკავშირდება წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების გარანტირებას სხვადასხვა ტიპის საფრთხისგან, რაც ალიანსის არსებობის ძირითადი მისიაა და დღემდე ფუნდამენტურ ღირებულებად რჩება. აღნიშნული მიზნის რეალიზება მოითხოვს არა მხოლოდ ნორმატიულ-პოლიტიკურ ჩარჩოს, არამედ კომპლექსური სტრატეგიული მიდგომებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების სისტემურ განვითარებას, რათა შესაძლებელი გახდეს თანამედროვე გეოპოლიტიკური გარემოს მრავალმხრივ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება.

        თემიდან გამომდინარე, კვლევის თეორიულ საფუძვლად არჩეულია ბირთვული შეკავების თეორია და გეოსტრატეგიული ბალანსის თეორია, ვინაიდან ყველაზე სრულად სწორედ ისინი განმარტავს ნაშრომში განხილულ პრობლემატიკას.

        გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების დინამიკის პირობებში აუცილებელია ნატოს შესაძლებლობების მუდმივი მოდიფიკაცია და ადაპტაცია, რაც უზრუნველყოფს ალიანსის მზადყოფნას კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტიანი პასუხის გასაცემად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბირთვული და არაბირთვული სარაკეტო თავდაცვის კომპონენტების ურთიერთშემავსებელი ფუნქცია, რომლებიც ქმნიან ალიანსის სტრატეგიული შეკავებისა და დაცვის საფუძველს. ამ სისტემების ეფექტიანობა დამოკიდებულია როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო მექანიზმების სინთეზზე, რაც ზრდის ალიანსის ოპერატიულ და სტრუქტურულ მდგრადობას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

გიგა გოგუა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი

წყაროები

არტი რ., ჯერვისი რ. ,,საერთაშორისო პოლიტიკა: მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2011.

აკობია ე., „საერთაშორისო ურთიერთობების თეორია“, გვ. 22, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისი, 2006.

ბურკაძე ხ., კორეპანოვი ა., ნატო ღიაკარი. გამომცემლობა საარი, თბილისი, 2010.

გოგუა გ., „აშშ-ის წვლილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოალიციურ სამხედრო-საზღვაო ძალებში და რუსეთის ფაქტორი“, თბილისი, 2021.

გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, თბილისი, 2017.

მაღრაძე გ., მაისაია ვ., „21-ე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების თეორია, მითი და რეალობა − რეგიონული

ვაშაკიძე რ., ნატოს გეოსტრატეგია 21-ესაუკუნეში: ღია კარის პოლიტიკა შავი ზღვისრეგიონის მიმართ, თბილისი, 2009.

მაისაია ვ., გუჩუა ა.,. „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები („ისლამური სახალიფო“, „ალ- კაიდა“ და „თალიბანი“) - მეოთხე თაობის ომის სტრატეგია და მისი რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გეოპოლიტიკური სპექტები (2010-2019 წლები)“, გამომცემლობა ,,თბილისელები პრინტი“, თბილისი, 2020.

მეძმარიაშვილი ე., შუბლაძე თ., აბაშიძე ზ. [და სხვ.], ,,ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2017.

მაკა ბულისკერია, ,,რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საერთაშორისო შეფასების ისტორიისათვის“, გვ 47-82, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი, 2016.

ქარუმიძე ვ. საერთაშორისო ორგანიზაციები.თბილისი, საგანმანათლებლო კავშირი საზოგადოება ცოდნა, 2003.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.