ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობასთან ეფექტური კომუნიკაციის კავშირი

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.03.05

საკვანძო სიტყვები:

სკოლამდელი აღზრდა, სკოლამდელი ასაკის ბავშვები, კომუნიკაცია, განვითარება, კეთილდღეობა

ანოტაცია

   სტატიაში გაანალიზებულია კომუნიკაციის, როგორც ბავშვის სამომავლო კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის, მნიშვნელობა განვითარების პროცესში. მრავალი მკვლევარი და მეცნიერი ხაზს უსვამს ემოციური კეთილდღეობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ბავშვის განვითარებაში. ემოციური კეთილდღეობა მოიცავს უამრავ შესაძლებლობას, მათ შორის ემოციების გაგებისა და რეგულირების, პოზიტიური და მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარების და სირთულეებთან ეფექტურად გამკლავების უნარს. შესაბამისად, აუცილებელია ემოციური კეთილდღეობის გადამწყვეტი როლისა და მისი გავლენის გააზრება ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე, მათ შორის კოგნიტურ, სოციალურ და აკადემიურ განვითარებაზე.

       კომუნიკაცია არის ადამიანის ძირითადი მოთხოვნილება და სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. საზოგადოებრივმა ჯგუფებმა (მშობლებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა), რომლებიც ზრუნავენ ბავშვებზე, განვითარების ეტაპის შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყონ მათ განვითარებას, კომუნიკაციის გზით. ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა მათი განვითარების მახასიათებლების ცოდნაა. კომუნიკაცია, საკუთარი თავისა და გარემოს შეცნობის გზაა. ამ პერსპექტივიდან,  სტატიაში განხილულია კომუნიკაციის ძირითადი მახასიათებლები და ეფექტური კომუნიკაციის გავლენა ბავშვის კეთილდღეობაზე. იგი მიზნად ისახავს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, როგორც ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარების პროცესში მონაწილე მნიშვნელოვანი რგოლის როლის ხაზგასმას.

      სტატია მოიცავს სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზსა და ემპირიული კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარდა თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რაოდენობრივი კვლევის მეთოდით მცირეწლოვანთა მშობელთან (სულ 512 რესპოდენტი).

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნინო გაგუნაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

დოქტორანტი

წყაროები

Department for Education. 2022. The importance of children developing good communication skills. https://help-for-early-years-providers.education.gov.uk/areas-of-learning/communication-and-language/interactions.

Ding, K. & Li, H. 2023. Digital Addiction Intervention for Children and

Gooden, C. & Kearns, J. 2013. The importance of communication skills in young children. HDI Research Brief, Summer.

Gordon T. 2017. Effective teaching education. California: Profil Kitap Publications.

Holland S. 2010. Power, Agency and Participatory Agendas: A critical exploration of young people’s engagement in participative qualitative research. Childhood 17 (3).

Lunenburg, F.C. 2010. Emotional Intelligence as an Essential Factor for the Successful Management and Financial Administration of Projects and Programs. NY: American Journal of Scientific Research.

Nonis J. 2024. Effective Communication With Children- 5 Effective Ways. Douglas E. Nol.

Norburn A. 2013. Communicating Effectively with Children Under Five. Frontline briefing.

Stalker K 2003. Communicating with Disabled Children. Adoption & Fostering 27 (1) 26-35.

Zolten, K. & Long, N. 2006. Parent/Child Communication. Department of Pediatrics, University of Arkansas for Medical Sciences Artwork by Scott Snider: http://www. parentinged.org/handouts/communication-parent%20to%20child.pdf/ [Access date: 12.02.2025]

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.