აღზრდის გავლენა პიროვნების თვითშეფასებაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.20საკვანძო სიტყვები:
თვითშეფასება, აღზრდის სტილი, ავტორიტეტული აღზრდის სტილი, ინდიფერენტული აღზრდის სტილი, ავტორიტარული აღზრდის სტილიანოტაცია
წიმდებარე გამოკვლევის მიზანს წარმოადგენს აღზრდის სტილის გავლენის დადგენა პიროვნების თვითშეფასებაზე.
კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით. კვლევაში მონაწილეობდა 300 ცდისპირი, რომლის ასაკიც 18 წლიდან იწყებოდა. კვლევის ამოცანებად განისაზღვრა თვითშეფასებაზე მოქმედი ფაქტორების თეორიული ანალიზი და ემპირიული კვლევა, მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების შერჩევისა და შემუშავების საფუძველზე. კვლევაში გამოყენებულ იქნა როზენბერგის თვითშეფასების კითხვარი და აღზრდის სტილის კითხვარი.
კვლევის შედეგების მიხედვით ავტორიტეტული აღზრდის სტილის შემთხვევაში ადეკვატურმა თვითშეფასებამ 82 % გადააჭარბა, მაშინ როცა სხვა სტილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 50 % არ აღემატებოდა. უფრო მეტიც, ინდიფერენტული აღზრდის სტილის შემთხვევაში ის მხოლოდ 21,4% დაფიქსირდა. ავტორიტარულმა აღზრდის სტილმა კი უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ინდეფერენტული აღზრდის სტილმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღზრდის სტილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის თვითშეფასების ჩამოყალიბების ხარისხს. იმ რესპოდენტებისთვის, რომლებიც აღიზარდნენ ავტორიტეტული და ლიბერალური აღზრდის სტილის მიხედვით, დამახასიათებელია ადეკვატური თვითშეფასება, ხოლო ავტორიტარული და ინდიფერენტული აღზრდის სტილის შემთხვევაში ჭარბობს დაბალი თვითშეფასება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბალიაშვილი მ. ,,პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები“,თბილისი, უნივერსალი, 2012.
ნადირაშვილი დ. ,,სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა“, თბილისი სანგუ, 2009
Fennell M. (2001). Overcoming Low Self-Esteem. New York: New York University Press
Hume D. (1738). A Treatise of Human Nature. London: John Noon.
James W. (1983). The principles of psychology. Cambridge, MA: Harvard University Press. (Original work published 1890.)
Rosenberg M. (1965). Society and the adolescent self-image. Princeton, NJ: Princeton University Press.
Rosenberg M. (1979). Conceiving the self. New York: Basic Books.



