ევროკავშირის როლი ჩრდილოეთი ირლანდიის კონფლიქტის რეზოლუციაში
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.11საკვანძო სიტყვები:
ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი, ევროკავშირი, კონფლიქტის რეზოლუცია, მშვიდობის მშენებლობა, ეთნო-ნაციონალური კონფლიქტებიანოტაცია
ჩრდილოეთი ირლანდიის კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ხანგრძლივი დაპირისპირებაა თანამედროვე ევროპაში, რომლის რეზოლუციის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი უკვე მრავალი მკვლევრის ყურადღების ცენტრშია და ევროკავშირი არ ყოფილა კონფლიქტის გადაჭრის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ჩართულობის სპეციფიკა საჭიროებს უფრო ღრმა ანალიზს, რათა უკეთ გავიგოთ მისი როლი არა მხოლოდ კონფლიქტის ტრანსფორმაციის, არამედ მისი შემდგომი სტაბილიზაციის პროცესშიც. ამდენად, სტატიაში განხილულია განსხვავებული თეორიული მოსაზრებები, რომლებიც ევროკავშირის სამშვიდობო პოლიტიკის შეფასებას ეხება, მათ შორის, სკეპტიკური და ოპტიმისტური პერსპექტივები.
წინამდებარე სტატიაში საუბარია ევროკავშირის კონფლიქტის რეზოლუციის პოლიტიკის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის მიერ განხორციელებულ ფინანსურ პროგრამებს, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ასევე, ორგანიზაციის მონაწილეობას პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, რამაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; რის საფუძველზეც კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირის როლი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ეკონომიკური მხარდაჭერით, არამედ გვთავაზობდა უფრო ფართო პოლიტიკურ და სტრუქტურულ ცვლილებებს, რამაც იგი კონფლიქტის მოგვარების პროცესში მნიშვნელოვან აქტორად აქცია. გარდა ამისა, გაანალიზებულია ორგანიზაციის აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, რამაც არსებითი წვლილი შეიტანა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ჩარევა, რიგ შემთხვევებში, კრიტიკის ობიექტი გახდა და მისი გავლენის მასშტაბები სხვადასხვა მკვლევრის მიერ განსხვავებულად ფასდება, აშკარაა, რომ ორგანიზაციამ შექმნა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და ეკონომიკური სტრუქტურები, რომლებმაც კონფლიქტის ტრანსფორმაციას ხელშემწყობი გახდა. წარმოდგენილი ნაშრომი უპასუხებს კითხვას: რამდენად ეფექტური იყო ევროკავშირის როლი ჩრდილო ირლანდიის კონფლიქტში მშვიდობის დამყარებისთვის და რაოდენ გადამწყვეტი როლი ჰქონდა მის პოლიტიკას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
დიქსონი პ. 2019. ჩრდილოეთ ირლანდიის მშვიდობის პროცესის წარმოება. შამი, შვეიცარია: პალგრეივ მაკმილანი.
ლაგანა ჯ. 2021. ევროკავშირი და ჩრდილოეთი ირლანდიის მშვიდობის პროცესის საკითხი. შამი, შვეიცარია: პელგრეივ მაკმილანი.
ტანამი ე. 2007. „ევროპული კომისიის როლის ევოლუცია კონფლიქტების მოგვარებაში: ჩრდილოეთი ირლანდიის შემთხვევა, 1989-2005.“ Cooperation and Conflict: Journal of the Nordic International Studies Association, Vol. 42(3): 337–356.
ჰეივარდი კ. 2006. „ეროვნული იდენტობების განმეორებითი განაცხადი: ევროპული კავშირის ხედვა კონფლიქტების მოგვარებაზე ჩრდილოეთ ირლანდიაში.“ Cooperation and Conflict: Journal of the Nordic International Studies Association, Vol. 41(3): 261-284.



