ძალადობა, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენი

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.15

საკვანძო სიტყვები:

ძალადობა, ჯგუფთან მიკუთვნებულობა, ჯგუფში არსებული ფსიქოლოგიური მიკროკლიმატი, საფრთხის განცდა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა

ანოტაცია

       წინამდებარე გამოკვლევის მიზანს წარმოადგენს მოზარდთა ჯგუფებში ფსიქოლოგიური მიკროკლიმატისა და მოზარდთა ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდის  ემპირიული შესწავლის საფუძველზე, მათ მიერ ძალადობის გამოვლენის თავისებურებათა დადგენა. კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით. კვლევაში მონაწილეობდა 13-17 წლის 503 მოზარდი, რომელიც შეირჩა  თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში, საკვლევი ნიმუში შემთხვევითად იქნა შერჩეული აღწერის მონაცემების საფუძველზე. კვლევის ამოცანებად განისაზღვრა მოზარდთა ძალადობრივი ქცევის განმაპირობებელი ფაქტორების თეორიული ანალიზი და ემპირიული კვლევა,  მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების შერჩევისა და შემუშავების საფუძველზე.  კვლევის ძირითადი ვექტორი მიმართული იყო მოზარდთა სოციალურ მახასიათებლებისა და ძალადობის  განზომილებების თავისებურებათა გამოვლენა-აღწერისა და მათი ურთიერთკავშირის დადგენის მიზნით. კვლევამ დაადასტურა, რომ თანატოლთა წრე დიდ როლს ასრულებს მოზარდობის სოციალური უნარების განვითარებაში. მნიშვნელოვანია თანასწორობის განცდა, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიური რეაქციების განვითარებას სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებში საფრთხის ძლიერი განცდა იმდენად მჭიდრო კავშირშია ძალადობის მაჩვენებლებთან, რომ შესაძლებელია, მაპროვოცირებელ ფაქტორად ჩაითვალოს - ინდივიდში გამოხატული საფრთხე ერთგვარი წახალისებაა პოტენციური მოძალადისთვის, განახორციელოს ძალადობრივი ქმედება ამა თუ იმ ფორმით. მოზარდებისთვის  ჯგუფთან მიკუთვნებულობისა და თასწორობის მისაღწევად, თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, პიროვნულ ნიშან-თვისებებთან ერთად, დიდწილად დაკავშირებულია გარე რეალობაზე ორიენტირებასთან (სოციალურ და პრაქტიკულ ასპექტებთან). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯგუფთან მიკუთვნებულობას, ანუ გარეგან სტიმულირებასა და თანასწორობას. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ფსიქოლოგიური კლიმატი დინამიკური ერთეულია და მოზარდებისთვის განსაზღვრავს ფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედების ძირითად მიკროგარემოს.

ამრიგად, მიღებული მონაცემების თანახმად, მოზარდთა ჯგუფში არსებული ფსიქოლოგიური მიკროკლიმატი და ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდა უარყოფით კორელაციაშია მოზარდის მიერ ძალადობის გამოვლენასთან. აღნიშნული შედეგების საფუძველზე გამოიყო მოზარდთა ეფექტური ჯგუფების შექმნის სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლები. აქედან გამომდინარე, მოზარდებთან სკოლის ფსიქოლოგთა ინტენსიური ჩართულობა მნიშვნელოვანია, ჯგუფში  ჯანსაღი ფსიქოლოგიური მიკროკლიმატის ხელშეწყობისთვის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

კახი კოპალიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი

სოფიო ტალახაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

დოქტორანტი

წყაროები

Brook, M., D., (2019). Early Risk Factors for Violence in Colombian Adolescents. Am J Psychiatry.

Pate, R., R., (2018). Sports participation and health-related behaviors among U.S. youth. Archives of Pediatric and Adolescent Medicin.

MacDonald, J., P., (2005). The relationship between life satisfaction, risk-taking behaviors, and youth violence. . Journal of Interpersonal Violence.

Tobin, A., (2016). A study of the impact of crime shows on contemporary criminal investigations. The George Washington University.

Strøm, I., (2013). Violence, bullying and academic achievement: A study of 15-year-old adolescents and their school environment . Child Abuse and Neglect Vol. 37. № 4.

Strøm, I., (2013). Violence, bullying and academic achievement: A study of 15-year-old adolescents and their school environment . Child Abuse and Neglect Vol. 246. № 4.

Baumeister, R., L., (1995). The need to belong: Desire for interpersonal attachments as a fundamental human motivation. Psychological Bulletin.

Hagerty, B., &., (2009). Mood disorders: Depression and mania. Psychiatric-Mental Health Nursing, Ed. 4. St. Louis: Elsevier.

Malone, G., (2012). Leadership perceptions, challenges, & opportunities.

Lee, R., M., (1995). Measuring belongingness: The Social Connectedness and the Social Assurance scales. Journal of Counseling Psychology.

Leary, M., K., (2013). Schreindorfer LS. Construct validity of the Need to Belong Scale: Mapping the nomological network. Journal of Personality Assessment.

Alexandra Bochaver (2015). The risk of bullying questionnaire. Psychol. Issues 5,

Ken Rigby & Phillip Slee.1993. Peer Relations Questionnaire. Psychology Roots.

Andrew Fidler. 2002. Methodology for assessing the psychological atmosphere in the team.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-05-01

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.