ჟურნალის შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალი - „სოციოპოლიტოLOGOS“ ბეჭდავს სტატიებს სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებებით. იგი ღიაა ყველა მეცნიერისთვის, მკვლევარისთვის და პრაქტიკოსისთვის, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებით. ჟურნალი „სოციოპოლიტოLOGOS“ არის სრული ღია წვდომის, საერთაშორისო რეცენზირებადი გამოცემა. იგი მოწოდებულია გამოაქვეყნოს ორიგინალური ნაშრომები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც სოციალურ მეცნიერებათა სფეროში, ისე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და თუნდაც ტექნიკური მეცნიერებების დარგში. ამას გარდა, ჟურნალი განთავსდება საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში (Google Scholar, Crossref, DOI და სხვ.)
ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/splogos
e-ISSN: 2960-9089



