ღვარცოფული საფრთხის შეფასება თანამედროვე მეთოდოლოგიისა და რიცხვითი მოდელირების გამოყენებით: მდ. ჩოხელთხევის მაგალითი, მცხეთა-მთიანეთის მხარე, საქართველო

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.07

საკვანძო სიტყვები:

Georgia, Chokheltkhevi, debris flow, hazard assessment, RAMMS

ანოტაცია

გეოლოგიური საფრთხეები, როგორიცაა მეწყრები, ღვარცოფები, ქვათაცვენა და კლდეზვავები, ისტორიულად მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა და კვლავაც უქმნის საქართველოს მთიანი ტერიტორიის მოსახლეობასა და ინფრას­ტრუ­ქ­ტურას. 2010-2024 წლებში საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ აღრიცხულ მონაცემებში გამოვლინდა ღვარცოფული მოვლენების რაოდენობის მნიშვნე­ლო­ვანი და, ზოგადად, მზარდი ტენდენცია: მათი რაოდენობა 2010 წელს დაფიქსი­რე­ბუ­ლი 81 შემთხვევიდან 2023 წელს 229 შემთხვევამდე გაიზარდა. ამასთანავე, 2004-2025 წლებში ქვეყნის მასშტაბით აღირიცხა 3 363 ახალი ან ხელახლა გააქტიურებული ღვარცოფული მოვლენა. ნაშრომში წარმოდგენილია ღვარცოფული საფრთხის შეფასების ინტეგრირე­ბული თანამედროვე მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს ღვარცოფული პროცესები­სადმი მიდრეკილი რუკების შედგენასა და RAMMS::DEBRIS FLOW პროგრა­მული უზრუნ­ველყოფით განხორციელებულ ორგანზომილებიან რიცხვით მოდელირებას. აღნიშნული მეთოდოლოგია გამოყენებულია მდ. ჩოხელთხევის მაგალითზე, რომელიც წარმოადგენს მდ. არაგვის ღვარცოფმაფორმირებელ შენაკადს და მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჩოხელთხევის წყალშემკრებ აუზში არაერთხელ განვითარებულა კატასტროფული ღვარცოფული მოვლენები, მათ შორის ადამიანური მსხვერპლით დასრულებული 1984, 1986 და 1987 წლებში. რიცხვითი მოდელის პარა­მეტრი­ზაციისათვის გამოყენებულ იქნა საველე რეკოგნოს­ცირების, დრონით აგეგმვის, GIS-ზე დაფუძნებული სივრცითი ანალიზისა და კალაპოტში აკუმულირებული ნატანი მასალის განივ პროფილებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები. სიმულაციები განხორციელდა სხვადასხვა მოცულობის ღვარცოფუ­ლი მასის გამოყოფის სცენარებისთვის. მომზადებული საფრთხის რუკა აჩვენებს, რომ მაღალი საფრთხის ზონა მდინარის ზემო წელის უბნებიდან ვრცელდება შევიწროებული სატრანზიტო მონაკვეთის გავლით მდ. არაგვთან შესართა­ვამდე და უშუალო საფრთხეს უქმნის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომო­ბილო მაგისტრალს (საქართველოს სამ­ხედ­რო გზა) და მის მიმდებარედ მდებარე სოფ. ჩოხელნს. კვლევა ადასტურებს, რომ პროცესებისადმი მიდრეკილების შეფასებისა და საველე და ლაბორატორიული მონაცემებით დაკალიბ­რებული ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებუ­ლი რიცხვითი მოდელირების ინტეგრირება ქმნის ღვარცოფული საფრთხის ზონირების, რისკის შეფასებისა და ჩოხელთხევის ხეობაში სტრუქტურული და არასტრუქტურული შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის საიმედო საფუძველს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

გ. გაფრინდაშვილი, Institute of Hydrogeology and Engineering Geology, Georgian Technical University

Department of Geology, National Environmental Agency, Tbilisi, Georgia

წყაროები

Christen, M., Bühler, Y., Bartelt, P., Leine, R., Glover, J., Schweizer, A., Graf, C., McArdell, B., Gerber, W., Deubelbeiss, Y., Feistl, T., Volkwein, A. (2012). Integral hazard management using a unified software environment. Numerical simulation tool "RAMMS" for gravitational natural hazards. In G. Koboltschnig, J. Hübl, & J. Braun (Eds.), 12th congress INTERPRAEVENT 2012, pp. 77-86

Department of Geology, National Environmental Agency of Georgia. (2025). Informational Geological Bulletins, 2010-2025.

Diakonidze, R., Tevzadze, V., et al. (1988). Results of natural observation of mudflows in Tetri (White) Aragvi in 1982, along the Georgian Military Road. Issues of Mountainous and Foothill Regions. In Proceedings of the Scientific Research Institute of Hydrotechnics and Amelioration of Georgia, pp. 127-134.

Gaprindashvili, G., Gaprindashvili, M., Dvalashvili, G., Kurtsikidze, O., and Rikadze, Z. (2025). Debrisflow hazard assessment in Georgia. Abstracts of the International Cartographic Association, 9, 15. https://doi.org/10.5194/ica-abs-9-15-2025

Gaprindashvili, G., Tsereteli, E., and Gaprindashvili, M. (2018). Landslide hazard assessment methodology in Georgia. ce/papers, 2(2-3), pp. 217-222. https://doi.org/10.1002/cepa.674

Gaprindashvili, G., and Van Westen, C. J. (2016). Generation of a national landslide hazard and risk map for the country of Georgia. Natural Hazards, 80(1), pp.69-101. https://doi.org/10.1007/s11069-015-1958-5

Gaprindashvili, M., Tsereteli, E., Gaprindashvili, G., and Kurtsikidze, O. (2021). Landslide and mudflow hazard assessment in Georgia. In F. L. Bonali, F. Pasquaré Mariotto, and N. Tsereteli (Eds.), Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions, pp. 265-279. Springer. https://doi.org/10.1007/978-94-024-2046-3_14

Graf, C., and McArdell, B. W. (2011). Debris-flow monitoring and calibration of the numerical simulation program RAMMS in the Illgraben catchment, Switzerland. In R. Genevois, D. L. Hamilton, and A. Prestininzi (Eds.), Proceedings of the 5th International Conference on Debris-Flow Hazards Mitigation: Mechanics, Prediction and Assessment, pp. 523-532. Casa Editrice Università La Sapienza.

RAMMS::DEBRISFLOW User Manual (2024), A numerical model for debris flows in research and practice, https://ramms.ch/ramms-debrisflow/

Tsanava, L. (2004). Catastrophic Floods, Flashfloods and Debrisflows in Georgia (p. 300). Academy of Sciences of Georgia, Institute of Water Management and Engineering Ecology (GeoHydroecology). Publishing House "Science".

Tsanava, L., and Dadiani, K. (2007). Natural hazard on the debrisflow tributaries of riv. Aragvi. Collection of Scientific Works of the Water Management Institute, pp. 201-202.

Tsereteli, E., Bolashvili, N., Gaprindashvili, G., and Gaprindashvili, M. (2022a). Mudflow processes in Georgia. In Geography and Water Resources Nurai Print Service, pp. 28-34.

https://doi.org/10.55764/2957-9856/2022-2-28-34.10

Tsereteli, E., Gaprindashvili, G., and Gaprindashvili, M. (2022b). Natural disasters (mudflow, landslide, etc.). In N. Bolashvili and V. Neidze (Eds.), The Physical Geography of Georgia (pp. 55-69). Springer. https://doi.org/10.1007/978-3-030-90753-2_7

Tsereteli, E., Gaprindashvili, G., Gaprindashvili, M., Bolashvili, N., and Gongadze, M. (2018). Hazard risk of debris/mud flow events in Georgia and methodological approaches for management. In S. Shakoor and K. Cato (Eds.), IAEG/AEG Annual Meeting Proceedings, San Francisco, California, 2018-Volume 5 (pp. 153-160). Springer. https://doi.org/10.1007/978-3-319-93136-4_19

Varazashvili, Z., Kakulia, Z., Gaprindashvili, G., Chakhaia, G., and Ramishvili, I. (2024). Field and laboratory study of accumulated debrisflow-forming solid mass sediment on the example of river Chokheltkhevi (Mtskheta-Mtianeti Region, Georgia). Journal of Geoscience and Environment Protection, 12, 151-160. https://doi.org/10.4236/gep.2024.126010

გამოქვეყნებული

2026-10-03

როგორ უნდა ციტირება

კაკულია ზ., ვარაზაშვილი ზ., გაფრინდაშვილი გ., რამიშვილი ი., ტლაშაძე გ., & ჩუტკერაშვილი დ. (2026). ღვარცოფული საფრთხის შეფასება თანამედროვე მეთოდოლოგიისა და რიცხვითი მოდელირების გამოყენებით: მდ. ჩოხელთხევის მაგალითი, მცხეთა-მთიანეთის მხარე, საქართველო. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (137). https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.07

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.