გლდანის დიდი (თეთრი) ტბის თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა და მისი წყლით შევსების პერსპექტივა

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.08

საკვანძო სიტყვები:

გლდანის ტბა, ეკოლოგია, შევსება

ანოტაცია

გლდანის დიდი ტბა მდებარეობს ქ. თბილისის განაპი­რა ჩრდილოეთ ნაწილში, სოფ. გლდანის სიახლოვეს. ბოლო წლებში, მთელი რიგი ფაქ­ტო­რების გავლენით, მნიშ­ვ­ნე­ლოვნად გაუარესდა ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა, იკლებს წყლის დონე და სარ­კის ზედაპირის ფართობი, გაუარესდა წყლის ხარისხი, ინ­ტ­ენსიურად მიმდინარეობს წყალ­მცენარეთა გამრავლებისა და ეუთროფიკაციის შეუ­ქ­ცე­ვადი პროცესები. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა „კვდომის“ პირას მისული ტბის გადარჩენა,  მის შესავსებად საჭირო წყლის რესურსების მოძიება-მიწოდება და მიმდებარე ტერი­ტო­რი­ების სანიტარულ-ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ღონისძიე­ბათა შემუ­შა­ვება. სამუშაო ინიცირებულია ქ. თბილისის მერიის მიერ და მისი დაკვეთით არის შეს­­რულე­ბუ­ლი. კვლევის ფარგლებში, შესწავლილია ტბის და მიმდებარე ტერიტორიის  მდგომარეობა, ტბის კვების არსებული და პოტენციური წყაროები, განსაზღვრულია ტბა­­­­ზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორები და სხვ. სანაპიროს გასწვრივ აღინიშნება ჭაობის მცენარეულობით - ისლითა და ლაქაშით და­ჭა­ობებული ადგილები. ტბის სანაპირო ზოლში და მის მიმდებარე ფერდობებზე მრა­ვ­­­­­ლა­­დაა წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით დაბინძუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტორიები. ჩატარებული კვლევების მიხედვით, ტბაში წყლის შემცირების სავარაუდო ფაქ­ტო­რად შეიძლება ჩაითვალოს ტბის სიახლოვეს, ქ. თბილისის შემოვლითი ავტო­მა­გის­ტ­რა­ლისა და რკინიგზის შეწყვეტილი მშენებლობით გამოწვეული რელიეფის ცვლი­ლე­ბა. ასე­ვე, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მჭიდრო განა­შე­ნიანება, რომელსაც შესაძლოა ზემოქმედება გამოეწვია და გადაეკეტა ნასერალის ქედის სამხრეთი კალთებიდან მიწისქვეშა, გრუნტის წყლების ჩამონადენი, რომელიც ვერ აღწევს ტბამდე და იტბორება დასახლებულ ადგილებში. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ტბის ძირი­თა­დი კვების წყარო - ნასერალის ქედის ჩრდილოეთი ფერდობის წყა­რო­ებით შექმნილი პატარა მდინარე აღარ ჩადის ტბაში და ამჟამად უერთდება მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადს - მდ. გლდანულას. ტბაში წყლის შემცირება ასევე უკავშირდება ატმო­ს­ფერული ნალექების წლიური ჯამის შემცირებას, ჰაერის საშუალო წლიური ტემ­პე­რატურისა და აორთქლების მაჩვენებლის ზრდას. რაც შეეხება მიწისქვეშა წყლებს, ტერიტორია სპორადულადაა გაწყლოვანებული. ამიტომ, ჭაბურღილების გაყვანა/მოწყობა არაპერსპექტიული აღმოჩნდა. ტბის წყლით შევსების ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენდა, ახლომდებარე მდ. ხევძამარაზე სარეგულაციო ფარებით აღჭურვილი საინჟინრო ნაგებობის მოწყობა და სა­ტუმ­ბი სადგურის საშუალებით, ტბაში მდინარის წყლის გადატუმბვა. თუმცა, აღ­ნიშ­ნული ვარიანტი მიუღებელი აღმოჩნდა პროექტის სიძვირისა და რთულად გადასა­წ­ყვეტი  ინფრა­ს­ტრუქტურული და ტექნიკური პრობლემების გამო.  გლდანის ტბის შევსების მიზნით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა პროექტის გან­ხორ­ციელების როგორც ბუნებრივი რესურსების მწირი შესაძლებლობა, ასევე ურბანუ­ლი მშე­ნებ­ლობით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტის სირთულე. არა ერთი ვარი­ან­ტის შეს­წავლის შედეგად, ნაპოვნია ერთადერთი გამოსავალი - ტბის წყლით შევსების საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს ბალან­ს­ზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის საშუალებით, მდ. არაგ­ვის წყლის აღება. ჩვენ მიერ ჩატარებული წყლების ქიმიური შემადგენლობის კვლევის შედეგების მიხედვით, დადგინდა, რომ წყალი მაღალმინერალიზებულია - 21 გ/ლ, ხოლო წყლის ტიპი სულფატურ ნატრიუმიან-მაგნიუმიანია; წყალგამტარი გვირაბით მოდენილი მდ. არაგვის წყალი ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-მაგნიუმიანი ტიპისაა, მისი მინერა­ლი­­­ზაცია განისაზღვრება 0.2 – 0.3 გ/ლ. ასეთი წყლის ჩადინება ტბაში, არა მარტო შემა­ტებს მას წყალს, არამედ მნიშველოვნად შეამცირებს გახსნილი მარილების კონცენ­ტ­რაციას და გააუმჯო­ბე­სებს წყლის ხარისხს. ტბა და მიმდებარე ტერიტორია გადაიქ­ცე­ვა საუკეთესო რეკრეაციულ ზონად, წყალი ვარგისი გახდება საცურაოდ და თევზის მოსა­შენებლად, ადგილი მიმზი­დ­ველი გახდება როგორც ადგილობრივი მცხოვრებ­ლე­ბის­თვის, ასევე ტურისტებისთვის. და ბოლოს გაცნობებთ, რომ განხორციელებული კვლევების შედეგების საფუძ­ველ­ზე, თბილისის მერიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ს შორის შედგა მო­ლა­პარაკება და გაფორმდა კონტრაქტი - ტბის წყლით შევსებისა და ტბის ირგვლივ სა­რეკ­რეაციო ზონის მოწყობის საკითხი დადებითად გადაიჭრა. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ვახტანგ გვახარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ჯუღული ახვლედიანი, LTD Research Center “GAMMA”

მედიცინის მაგისტრი, შპს „გამა კონსალტინგი“-ის გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი.

აკაკი მაღლაკელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ბექა ლებანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკოლოგიის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის გარემოს დაცვის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.

ტარიელ ადამია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ზურაბ მგალობლიშვილი, LTD Research Center “GAMMA”

ქიმიის მაგისტრი, შპს „გამა კონსალტინგის“ დირექტორი.

წყაროები

Climatological Observation Data for 1960-2010, “Applied Climate Reference of Georgia,” 2020.

Design Standards - Climatology of Georgia, August 25, 2008.

Hydrological Study, Volume 9, Transcaucasia and Dagestan, Western Transcaucasia, Leningrad, Hydrometeoizdat, 1964.

Technical Regulations on “Protection of Georgia's Surface Waters from Pollution,” approved by Decree №425 of the Georgian Government on December 31, 2013.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-11

როგორ უნდა ციტირება

გვახარია ვ., ახვლედიანი ჯ., მაღლაკელიძე ა., ლებანიძე ბ., ადამია ტ., & მგალობლიშვილი ზ. (2024). გლდანის დიდი (თეთრი) ტბის თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა და მისი წყლით შევსების პერსპექტივა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (136), 91–99. https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.08

გამოცემა

სექცია

Articles