მუზეუმების როლი კულტურული ტურიზმის განვითარებაში

მუზეუმების როლი კულტურული ტურიზმის განვითარებაში

ავტორები

  • ნინო ხარჩილავა სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

მუზეუმები, მუზეუმების როლი, კულტურული ტურიზმი

ანოტაცია

ნაშრომის საკვლევ თემას წარმოადგენს მუზეუმების როლის განსაზღვრა კულტურული ტურიზმის განვითარებაში. კულტურული ტურიზმი მოიცავს ტურიზმის ყველა იმ მიმართულებას, რომელიც დაკავშირებულია ერის ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან.

მუზეუმი როგორც წესი, საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია. თანამედროვე გლობალიზაციის პროცესებში მუზეუმები მჭიდროდ თანამშრომლობს საზოგადოებასთან, საოცარი სისწრაფით ინტეგრირდება და იღებს, შეუზღუდავი რაოდენობის, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელ ვიზიტორებს. ამიტომ, საჭიროა სწორად მოხდეს მისი როლის გააზრება და წარმოჩენა.

ქვეყნის, როგორც მატერიალური (ისტორიული, ხუროთმოძღვრული ძეგლები), ისე არამატერიალური (ხალხური შემოქმედება, ენა, აღმსარებლობა, ტრადიციები, წეს-ჩვეულება) ფასეულობები უნიკალური წინაპირობაა კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის, რაც ვიზიტორების მხრიდან მუზეუმებისადმი მზარდ ინტერესს იწვევს. მუზეუმი ერთგვარი საცავია იმ ინფორმაციის, განათლებისა და კულტურის, რომელსაც მრავალი წელი აგროვებდა ადამიანი თავისი მოღვაწობით. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ტურისტული მოგზაურობის აუცილებელ პუნქტებს შორის მუზეუმმა თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა, რამეთუ უცხო ქვეყნის გასაცნობად რამ შეიძლება მოგცეს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე იმ საცავმა, სადაც მისი ისტორია, კულტურა ინახება და ტურისტებს აძლევს საშუალებას, უფრო ღრმად გაეცნონ მათთვის მანამდე უცნობ უნიკალურ  კულტურას. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნინო ხარჩილავა, სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბხსუ - ასოცირებული პროფესორი

წყაროები

გალახვარიძე ნ., კულტურული ტურიზმი და მსოფლიო მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების მართვის აქტუალური საკითხები, სამეცნიერო ჟურნალი: დიპლომატია და სამართალი, №1-2(9), თბილისი, 2022

ენდელაძე ნ., მუჯირი ვ., სამუზეუმო განათლების როლი პიროვნების ჰარმონიული ჩამოყალიბების პროცესში, სტუ-ის შრომები (ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები), №4 (530), 2023

სსიპ აჭარის მუზეუმი - https://ajaramuseums.ge/services

ქარაია ი., საქართველოს მუზეუმები 21-ე საუკუნის მიჯნაზე - პრობლემები და განვითარების პერსპექტივები, ჟურნალი: Caucasus Journal of Social Sciences, Vol, 4 No. 1, 2011

ქარაია ლ., კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართვე-ლოს მუზეუმებში, ჟურნალი: Caucasus Journal of Social Sciences, Vol, 4 No. 1, 2011

Tamar Zubitashvili, The Role of Museums for the Issue of Tourism Development, Sciental Journal of Education Humanities and Social Sciences, Vol. 2.1, 2024

გამოქვეყნებული

2026-08-13

გამოცემა

სექცია

კულტურული მენეჯმენტი

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...