სამუზეუმო სივრცის პედაგოგიკური პოტენციალი: ფორმალური და არაფორმალური განათლების გზაჯვარედინზე
საკვანძო სიტყვები:
მუზეუმი, ფორმალური განათლება, სკოლა, სასწავლო მიზნები, ეფექტური სწავლებაანოტაცია
თანამედროვე მუზეუმს აქვს მრავალფუნქციური დანიშნულება, იგი არის განათლების ჰიბრიდული პლატფორმა. თანამედროვე მუზეუმი აღარ განიხილება მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობის გამამზეურებელი სივრცე – ის გადაიქცა ინტეგრირებულ საგანმანათლებლო გარემოდ, რომელიც უერთდება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების სისტემებს. თემის აქტუალობა განპირობებულია განათლების მოდელების ტრანსფორმაციით, სადაც სულ უფრო ხშირად გამოიკვეთება მუზეუმის, როგორც ჰოლისტური და ინტერაქტიური სწავლების ადგილის, საჭიროება.
საკონფერენციო თემაში გაანალიზებული იქნება მუზეუმური სივრცის პედაგოგიკური პოტენციალი შემდეგ ჭრილში:
როგორ იყენებს მუზეუმი ფორმალური განათლების დაწესებულებებს (სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება);
რა როლი ენიჭება მუზეუმს არაფორმალურ განათლებაში (ინტერაქტიური საგანმანათლებლო პროგრამები, ინტეგრირებული გაკვეთილები, ლიტერატურული შეხვედრები, კონფერენციები, ვორქშოპები, ეროვნულ საგანმანათლებლო გეგმაზე მორგებული აქტივობები, ღონისძიებები, თემატური ექსკურსიები, მასტერკლასები);
როგორ ხდება ამ ორი განათლების მოდელის გზაჯვარედინზე მოქნილ და მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიდგომათა განვითარება.
თემის ფარგლებში განხილულია კონკრეტული მუზეუმური პრაქტიკები, მოცემულია გამოკითხვები, რომლებიც ასახავს მუზეუმის შესაძლებლობას, იქცეს მრავალდონიან და ინოვაციურ სასწავლო სივრცედ.
დასკვნის სახით, საკონფერენციო თემა ხაზს უსვამს საჭიროებას, მუზეუმები გააზრებულად ჩაერთონ ეროვნულ საგანმანათლებლო პოლიტიკაში როგორც ცოცხალი, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების აქტორები, რომლებიც ავსებენ და ახლებურად აყალიბებენ ტრადიციულ სასკოლო განათლებას.