სამუზეუმო განათლების თანამედროვე გამოწვევები
საკვანძო სიტყვები:
მუზეუმი, მუზეოლოგია, განათლება, პროგრამა, კურსი, ტრენინგი, უცხოური გამოცდილებაანოტაცია
სამუზეუმო დარგის სპეციალისტების მომზადება თანამედროვე საგანმანთლებლო სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. უცხოეთში მუზეუმის სპეციალისტთა მომზადების სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. ძირითადად, მუზეუმის სპეციალისტების მოზადება მიმდინარეობს უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებებში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მუზეუმების ჩართულობით.
მაგალითად, უცხოეთის უნივერსიტეტებში მოქმედებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები და მოკლევადიანი სასწავლო კურსები.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, უმეტეს შემთხვევაში (ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი), დანერგილია სამუზეუმო განათლების ორსაფეხურიანი ან ერთსაფეხურიანი (ბელარუსი) საგანამანთლებლო პროგრამები, ასევე მოქმედებს მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) პროგრამები, ზოგიერთ ქვეყანაში კი (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი და სხვ.) სამუზეუმო განათლება წარმოდგენილია მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსებით.
საქართველოს საგანამანთლებლო სისტემა 2005 წლიდან ევროპის საგანამანთლებლო სივრცის ნაწილი გახდა. ქვეყანაში მოქმედებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, რომლითაც განსაზღვრულია განათლების 8 დონე. შესაბამისად დადგენილია სწავლის სფეროების კლასიფიკატორი, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დოკუმენტებზე („განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაცია“ (ISCED-F-2013) და „განათლებისა და ტრენინგის სფეროები 2013 – დეტალური სფეროების აღწერა“ (ISCED-FoET-2013) დაყრდნობით, ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას. კლასიფიკატორის მიხედვით სწავლის სფეროები კლასიფიცირდება შინაარსობრივი დაჯგუფების პრინციპით და მოიცავს ფართო სფეროს, ვიწრო სფეროს და დეტალურ სფეროს.
ჩვენთვის საინტერესო სპეციალობა „მუზეუმმცოდნეობა“ შედის სოციალური მეცნიერებების დეტალურ სფეროში, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიმართულებით უმაღლესი საგანამანათლებლო პროგრამები შეიძლება მომზადდეს როგორც პირველ, ისე მეორე საფეხურზე.
მიუხედავად ამისა, ვინაიდან საქართველოში უმაღლესი განათლება ბიზნესის ნაწილი გახდა, ფინანსურად „არამომგებიან“ საგანამანთლებლო პროგრამებს უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებები არ ახორციელებენ. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც საქართველოში მოქმედებს ერთადერთი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „მუზეუმმცოდნეობა“. რაც შეეხება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, „კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ სამაგისტრო პროგრამას გააჩნია მიმართულება (მოდული) „მუზეუმმცოდნეობა“.
სამწუხაროდ, „მუზეუმმცოდნეობა“ არ არის გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ საგანამანთლებლო მიმართულებებს შორის. ეს და სხვა გარემოებები მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს სამუზეუმო სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად. რაც შეეხება მოკლევადიან სტაჟირებისა და მომზადების სასერთიფიკატო კურსებს, მართალია ისინი ხელს უწყობს მუზეუმის სპეციალისტების გადამზადებას, მაგრამ არ იძლევა კვალიფიციურ, აკადემიურ განათლებას.
სამუზეუმო განათლების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დარგის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისა და მეცნიერული კვლევების პრობლემები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კოშორიძე ი., მუზეუმმცოდნეობის შესავალი, ევროპული და ამერიკული მუზეუმების მართვის თანამედრობე მეთოდები, თბ., 2009;
კრებული მუზეუმების შესახებ, თბ., 2006;
ლორდი ბ., ლორდი გ., სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი, თბ., 2006;
სწავლის სფეროების კლასიფიკატორი, https://eqe.ge/res/docs/სფეროებისკლასიფიკატორი.pdf;
Банами З., Музей – Образование – Дети, Сборник „Музейная педагогика за рубежом“,
https://imk2020.shpl.ru/moodle/pluginfile.php/391/mod_resource/content/1/met_1_zarub.pdf;
Верпланке Ф., Пути музейной педагогики, Сборник „Музейная педагогика за рубежом“,
https://imk2020.shpl.ru/moodle/pluginfile.php/391/mod_resource/content/1/met_1_zarub.pdf;
Медведева Е., музейная педагогика Германии, Сборник „Музейная педагогика за рубежом“,
https://imk2020.shpl.ru/moodle/pluginfile.php/391/mod_resource/content/1/met_1_zarub.pdf;
Шустрова И. Ю., Салова Ю. Г., Актуальные проблемы современной музеологии в отечественных и зарубежных исследованиях, http://www.lib.uniyar.ac.ru/edocs/iuni/20140109.pdf;
https://www.bachelorsportal.bachelor-of-arts-in-heritage-education-and-arts-management;
https://www.bachelorsportal.com/studies/351707/museum-and-classical-studies;
https://www.washington.edu/museology;
https://www.bachelorsportal.com/studies/139817/history-of-art-and-museum-studies;
https://www.mastersportal.com/study-options/268599595/museum-studies-france;
https://www.mygermanuniversity.com/subjects/museum-studies;
https://www.usfca.edu/arts-sciences/programs/graduate/museum-studies/program-overview;
https://welcome.kaznu.kz/ru/education_programs/bachelor/speciality/1412#general;
https://www.studyinby.com/education-in-belarus/specialnosti/?PAGEN_1=24;
https://www.artun.ee/en/course/cultural-heritage-conservation;
https://knu.ua/en/departments/history/;
https://art.edu.ge/en/saswavlo-programebi/magistratura/magistratura-katalogi/muzeummcodneoba/;