გერმანელთა და ქართველ მასწავლებელთა საქმეები

გერმანელთა და ქართველ მასწავლებელთა საქმეები

ავტორები

  • ოთარ გოგოლიშვილი სსიპ აჭარის მუზეუმი

საკვანძო სიტყვები:

კავკასიის მეფისნაცვალი, გერმანწლთა საქმე, ქართველ მასწავლებელთა საქმე, სპილენძსადნობი ქარხანა, შოვინისტური პოლიტიკა

ანოტაცია

კავკასიის მეფისნაცვალმა 1916 წლის 18 ივლისს დაავალა ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორს, რათა შეედგინა გერმანელთა სია, რომლებიც ბათუმში ცხოვრობდნენ და სასწრაფოს გაესახლებინა ისინი. მეფისნაცვლის აზრით გერმანელები ეწეოდნენ ძირგამომთხრელ საქმიანობას, ავრცელებდნენ ჭორებს რუსეთის არმიისა და ფლოტის შესახებ, ცრუ აგიტაციით ადგილობრივ მოსახლეობას განაწყობდნენ ანტირუსულად. ის თვლიდა, რომ ზღვისპირეთში მათი ყოფნა შეუძლებელი იყო. ამასთან დაკავშირებით ბათუმის პოლიციამ გუბერნატორს შეუდგინა ოლქში მცხოვრებ გერმანელთა სია, სადაც მოხვდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. დახასიათებული იყო თითოეული მათგანი.

    ბათუმის ოლქის გუბერნატორმა შეთითხნა ასევე ე.წ. „ქართველი მასწავლებლების საქმე“. ხელმძღვანელობამ მოინდომა იერიში მიეტანა ქრისტიან ქართველ პედაგოგებზე. ამაში გუბერნატორს ხელი შეუწყო მეფისნაცვლის საიდუმლო წერილმა, რომელიც გამოიგზავნა 1916 წლის 21 სექტემბერს. მეფისნაცვალი ავალებდა გუბერნატორს, რომ მას შეევიწროებინა ყველა ქრისტიანი ქართველი. არ მიეცა მათთვის ნორმალურად მუშაობის საშუალება. ყოველი ზომა მიეღო იმისათვის, რომ ქართველებს არ ჰქონოდათ ხელსაყრელი პირობები. იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებიც მოითხოვდნენ გამრავლებულიყო ქართველ სკოლათა რიცხვი, ისე წარემართა მუშაობა, რომ თვით ადგილობრივი მაჰმადიანები გამოსულიყვნენ ქართველ მასწავლებელთა მოღვაწეობის წინააღმდეგ. ეს წერილი ქმნიდა მხარეში ქართველთა უპრეცენდენტო დაპირისპირების მცდელობის პირობებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ოთარ გოგოლიშვილი, სსიპ აჭარის მუზეუმი

სსიპ აჭარის მუზეუმის მმართველი, პროფესორი

წყაროები

1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 145, აღწერა 12, საქმე 298, 300.

გამოქვეყნებული

2026-08-12

გამოცემა

სექცია

ისტორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...