ღონისძიებების როლი მუზეუმის განვითარებაში

ღონისძიებების როლი მუზეუმის განვითარებაში

ავტორები

  • თეონა ზოიძე სსიპ აჭარის მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2024.01.003

საკვანძო სიტყვები:

მუზეუმი, ღონისძიება, კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ღონისძიებების ტიპოლოგია

ანოტაცია

ნაშრომი განიხილავს ღონისძიებების როლს მუზეუმების განვითარებაში, მათი გავლენის მექანიზმებსა და პოტენციალს ტურიზმისა და რეგიონული ცნობადობის ამაღლების პროცესში. მუზეუმების ძირითადი მისია:კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სამეცნიერო კვლევა, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და პოპულარიზაცია — მჭიდროდ არის დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებასთან, რომელიც თანამედროვე კულტურისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ითვლება. კვლევის მიზანია მუზეუმებში ღონისძიებების თანამედროვე დინამიკის ანალიზი, მათი ეფექტიანობის შეფასება და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა.

კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზს, მათ შორის მეორადი წყაროების შესწავლას, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას (ICOM, NEMO), ასევე სიღრმისეულ ინტერვიუებს მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან. განხილულია ღონისძიებების ტიპოლოგია (ლოკალური, საყოველთაო, განმასხვავებელი ნიშნით გამორჩეული, მეგა ღონისძიებები) და მათი ორგანიზაციული წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები — სტრატეგიული დაგეგმვა, რესურსების ეფექტიანი გამოყენება, რისკების შეფასება და მარკეტინგული მხარდაჭერა.

ანალიზმა აჩვენა, რომ ღონისძიებები მნიშვნელოვანწილად ზრდის მუზეუმის ვიზიტორთა რაოდენობას, ხელს უწყობს ქვეყნისა და რეგიონის პოზიტიურ იმიჯს, ავითარებს ადგილობრივ ეკონომიკას და ქმნის სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს. წარმატებული ღონისძიებების ძლიერი მხარეებია მრავალფეროვანი კულტურული რესურსები, პროფესიონალი კადრები, სახელმწიფოს მხარდაჭერა და ხელმისაწვდომი ბილეთების პოლიტიკა. ამავდროულად, გამოვლენილია სუსტი მხარეები და რისკები, რომელთა აღმოსაფხვრელად საჭიროა სისტემური მენეჯმენტი და მუდმივი ინოვაცია.

ამრიგად, მუზეუმებში ღონისძიებები არა მხოლოდ ვიზიტორთა მოზიდვის ინსტრუმენტია, არამედ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და მუზეუმის კონკურენტული უპირატესობის ჩამოყალიბების სტრატეგიული ბერკეტი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯსა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

თეონა ზოიძე, სსიპ აჭარის მუზეუმი

სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორი,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

წყაროები

ჯაოშვილი ვ. 2015. ღონისძიებების მენეჯმენტი. თბილისი

APEX (2005). Accepted Practices Exchange: Industry Glossary. Convention Industry Council.

Goldblatt, J. (2005). Special Events: Event Leadership for a New World. 4th ed. John Wiley & Sons.

Jago, L., & Shaw, R. (1998). Special events: A conceptual and definitional framework. Festival Management and Event Tourism, 5(1/2), 21-32.

Quinn, B. (2009). Festivals, Events and Tourism. In: Jamal, T., & Robinson, M. (eds). The SAGE Handbook of Tourism Studies. London: SAGE Publications.

Oklobdžija, S. (2015). The Role of Events in Tourism Development. BizInfo (Blace), 6(2), 83-97.

ICOM (International Council of Museums) (2024). Annual Report and Global Museum Statistics. www.icom.museum

NEMO (Network of European Museum Organisations) (2024). Survey on the Impact of Museums in Developing Countries. www.ne-mo.org

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-27

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...