მახუნცეთის მარანი
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2023.01.019საკვანძო სიტყვები:
მარანი, ქედის მუნიციპალიტეტი, ქვევრი, მევენახეობა-მეღვინეობაანოტაცია
ნაშრომში განხილულია 2023 წელს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახუნცეთში, შემთხვევით გამოვლენილი მარანის შესწავლის მიზნით წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები. საუბარია დასვლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელ მსუბუქად გადახურულ მარანზე. ამაზე მეტყველებს მკვრივ გრუნტში ჩადგმული ოვალური ფორმის ქვის ფილები, რომლებიც საგანგებოდ, სწორხაზოვნადაა განლაგებული, ასევე აქვე დაფიქსირდა ღარიანი კრამიტის ფრაგმენტები. სწორედ ამ მოედნის წინა ტერიტორიაზეა ჩადგმული ორ რიგად განლაგებული ტრადიციული, ადგილობრივი ფორმისა და ე.წ. რელიეფურორნამენტიანი სხვადასახვა ზომის ქვევრები. მარნის ტერიტორიაზე და თვით ქვევრებში ფიქსირდება სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების ჭურჭლის სხვადასხვა ფრაგმენტები. მათგან გამორჩეულია წითელკეციანი ჩიბუხის მომრგვალებული, ორნამენტირებული ტანის ფრაგმენტი. მსგავსი ჩიბუხები დიდი რაოდენობით გვხდება გონიოსა და პეტრას არქეოლოგიურ მონაპოვრებს შორის, რომლებიც XVIII საუკუნის სხვადასხვა პერიოდებით თარიღდება.
მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი ქვევრიდან მოხერხდა პალინოლოგიური მასალის-წიპწების შეგროვებაც. ისრაელში რადიოკარბონული გზით ჩატარებულმა კვლევამ მათი თარიღი XVII-XVIII სს განსაზღვრა. კვლევები გრძელდება ვაზის ჯიშის დადგენასთან დაკავშირებითაც.
მარნის შესწავლა ჯერ არ დამთავრებულა, რადგან არტეფაქტების ნაწილი გაუთხრელ ფართობში გრძელდება და მათი შესწავლა მომავალი სეზონისათვის გადაიდო.
მახუნცეთის მარნის არქეოლოგიური გათხრების საბოლოო შედეგების, წერილობით და ეთნოგრაფიულ ცნობებთან ურთიერთშეჯერებით უფრო მეტი ნათელი მოეფინება აჭარაში ოსმალთა ბატონობის დროს არსებულ მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამდიდრდება ინფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე ღია ტიპის მარნის გამართვის, ფუნქციონირებისა და ვაზის ჯიშების შესახებ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერიძე კ., 1975. მევენახეობა და მისი პერსპექტივები აჭარაში. ბათუმი
ბოხოჩაძე ა., 1963. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. თბილისი
სახოკია თ., 1985. გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი. ბათუმი
რამიშვილი მ., 1948. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი
რამიშვილი რ., 2001. ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია. თბილისი
კახიძე ა., მამულაძე შ., 2016. აჭარის არქეოლოგიური ძეგლები.თბილისი
კეცხოველი ნ, რამიშვილი მ, ტაბიძე დ., 1960. საქართველოს ამპელოგრაფია, თბილისი
შაშიკაძე ზ, მახარაძე მ., 2011. აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები, თბილისი
შაშიკაძე ზ, მახარაძე მ., 2021. ლალამუსტაფა ფაშას ვაყუფ- ნამეები საქართველოს შესახებ, თბილისი