ფიბულებიანი სამარხები ბრილის სამაროვნიდან: ისტორიული მთიანი კოლხეთი, რაჭა

ფიბულებიანი სამარხები ბრილის სამაროვნიდან

ისტორიული მთიანი კოლხეთი, რაჭა

ავტორები

  • ნინო სულავა საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • ინგა ესვანჯია საქართველოს ეროვნული მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.010

საკვანძო სიტყვები:

მთიანი კოლხეთი, რაჭა, ბრილი, ფიბულები, ტიპოლოგია, ქრონოლოგია, სახელოსნო

ანოტაცია

ბრილი, ონის მუნიციპალიტეტი, რაჭა, ისტორიული მთიანი კოლხეთის ნაწილი ლეჩხუმსა და სვანეთთან ერთად. ბრილის სამაროვნის შესწავლა 1939 წელს დაიწყო არქეოლოგ გ. გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით. სამაროვანზე ფიბულებიანი კომპლექსები გამოვლინდა 1939, 1940, 1948, 1950-1953, 1960, 1961 წლების გათხრების დროს. 36 კომპლექსში აღმოჩენილია 83 ფიბულა. სამარხები ორი ტიპისაა: 1.  ორმოსამარხები, რომლებიც ზოგჯერ ქვის ფილით არის დახურული, ზოგჯერ ქვაყრილიანია; 2. ქვის, უსახურავო ან ქვის ფილით, ზოგჯერ კი, რიყის ქვებით დახურული სამარხები; დაკრძალვა ინჰუმაციურია მოხრილ მდგომარეობაში, ერთი ან ორი-სამი მიცვალებულით. სამარხებს გარდა, ფიბულები აღმოჩენილია ე.წ. ,,დანგრეულ კრემაციულ სამარხში’’ (ბრინჯაოს 4 და რკინის 1 ფიბულა, 1951 წ.) და ,,კოლხური პერიოდის კრემაციული მოედნის ჩრდილოეთით, სკვითური ხანის დამწვარ ფენაში’’ (ბრინჯაოს 3 და რკინის 3 ფიბულა, 1951 წ.). ბრილის სამაროვნის ფიბულების უმრავლესობა ბრინჯაოსია, რამდენიმე რკინისაა, 1 ვერცხლის (სამარხი # 9, 1960 წ.). ისინი III ტიპის [სულავა, 2011: 92] 7 სახეობითაა წარმოდგენილი: 1. მრგვალგანივკვეთიანი რკალით,  სადა (III 1 a, b, d), სიგრძივი თევზიფხურით შემკული  (III 2 d) და ირგვლივი თევზიფხურით შემკული (III 3 a);  2.   მართკუთხაგანივკვეთიანი რკალით (III 6 a);  3. რომბისებრგანივკვეთიანი  რკალით (III 7 a);  4. რკალის თავსა და ბოლოში დისკოსებური შემსხვილებებით (III 8 a, i); 5. მძივისებრრკალიანი (III 9 a); 6.  რკალზე ირგვლივი ღარებისა თუ ზოლების სეგმენტებით  (III 10 a, a1);  7.   გრეხილრკალიანი (III 12 a, b).

ბრილის სამაროვნის ერთწილადი ფიბულების შემცველი სამარხები ძვ.წ. VII ს-ის ბოლოთი ან VI-IV სს-ით თარიღდება. ბრილის  ერთწილადი ფიბულების ტიპოლოგიური ნიუანსები,  ტიპოლოგიური ნიშნების ერთობლიობა, რაოდენობრივი კონცენტრაცია, აქ, დამოუკიდებელი სახელოსნოს არსებობას გვავარაუდებინებს.

ბრილის სამაროვანზე ორწილადი რკალისებური ფიბულებიც არის აღმოჩენილი. ისინი 2 სახისაა: 1. რკალის  ღერო  მრგვალგანივკვეთიანი   (I 1 a,b) და 2. რკალის  ღერო  რომბულგანივკვეთიანი (I 2 b). ბრილის ორწილადი  რკალისებური  ფიბულებიც ადგილობრივი სახელოსნოს ნახელავი უნდა იყოს და ახ.წ. პირველ საუკუნეებს განეკუთვნება [სულავა, 2011: 212, 216, კატ. 6, 7, 46-48].

ბრილის ფიბულებიანი სამარხების მასალები პირველად ქვეყნდება[1].

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ნინო სულავა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ისტორიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი

ინგა ესვანჯია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მხატვარ-არქიტექტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, პროდუქციისა და სამუზეუმო გამოცემების მომზადების ჯგუფი

წყაროები

გობეჯიშვილი გ. 1942. ბრინჯაოს ქართული უძველესი ბალთები. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი (ნაბეჭდი). თბ.

გობეჯიშვილი გ. 1959. გვიანბრინჯაოს ხანის ძეგლები დასავლეთ საქართველოში. საქართველოს არქეოლოგია. თბ.

სულავა ნ., კალანდაძე ნ. 2004. გვიანბრინჯაოს ხანის ქრონოლოგიის ზოგიერთი საყრდენი არტეფაქტის არქეოლოგიური და ტექნოლოგიური კვლევა (ნახევარწრიული აბზინდები, ყუამილიანი ცულები, შტანდარტები სამთავროსა და ბრილის სამაროვნის მასალების მიხედვით). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი. თბ. (ხელნაწერი).

სულავა ნ., კალანდაძე ნ. 2005. მინით ინკრუსტირებული უძველესი ნივთები ბრილისა და სამთავროს სამაროვნებიდან, ACADEMIA, ისტორიულ-ფილოლოგიური ჟურნალი, # 6-7. თბ.

სულავა ნ. 2006. კავკასიის ფიბულები (ტიპოლოგია, ქრონოლოგია, გენეზისი). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. (ნაბეჭდი). თბ.

სულავა ნ. 2011. კავკასიის ფიბულები (ტიპოლოგია, ქრონოლოგია, გენეზისი). თბ.

Кахидзе А., Сулава Н. 2005. Фибулы Пичвнарского могильника. Кавказоведение, № 8. М.

Sulava N., Kalandadze N. 2008. Glass inkrusted ancient Artifacts from Georgia (Brili and Samtavro burial Grounds), International Conference AMITEM 2008. Ankara.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-02

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...