ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების ცვლილება მეფისნაცვალ ვორონცოვის მმართველობის შემდეგ
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2023.01.005საკვანძო სიტყვები:
აჯანყება, თავადაზნაურობა, ვორონცოვი, საზოგადოებრივი აზრი, პოლიტიკური აზრი, საქართველო, კავკასიაანოტაცია
სამეცნიერო სტატია ეხება ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების მახასიათებლებს XIX საუკუნის პირველ ნახევარში და მასზე მეფისნაცვალ ვორონცოვის მმართველობის (1844-1854 წწ.) გავლენას. იგი მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ქართველი ხალხის საზოგადოებრივი აზრი და თავადაზნაურობის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტორის, მოღვაწეობის კონტრასტი ვორონცოვის მმართველობამდე და მის შემდეგ.
1801 წელს რუსეთის იმპერიამ განახორციელა ქართლ-კახეთის ანექსია და გააუქმა მეფობა. მოულოდნელ მოვლენას სამეფო სახლისა და თავად-აზნაურთა ნაწილის მღელვარება მოჰყვა. იმპერიამ იგივე განახორციელა სხვა ქართული სამეფო-სამთავროების მიმართ. ახალი მმართველობის შეუთავსებლობა ადგილობრივ მოთხოვნილებებთან იწვევდა ხალხის ამბოხს. პერმანენტული წინააღმდეგობა გრძელდებოდა, ფაქტობრივად, მთელი საუკუნის განმავლობაში და ასახავდა საზოგადოებრივ პრობლემებს. ამ პროტესტში ხალხის სურვილთან ერთად წარმოჩნდა თავადაზნაურობის, როგორც ქართული კლასობრივი საზოგადოების პოლიტიკური ხელმძღვანელის პოზიცია, რომელმაც ცვლილება განიცადა მეფისნაცვალ ვორონცოვის მმართველობის შემდეგ და დაშორდა საზოგადოებრივ ინტერესებს. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, თავადაზნაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სახალხო პროტესტი როგორც მონაწილე, ისე ორგანიზატორი. ამავდროულად, ის იყო ძალა, რომელსაც შესწევდა საერთოეროვნული ბრძოლის ორგანიზების უნარი. იმპერიის ხელისუფლებას ეს კარგად ესმოდა და თავადაზნაურობის სრულ დაშოშმინებაზე გათვლილი რბილი ძალით მოქმედების საჭიროებასაც ხედავდა.
მაშასადამე, სტატიაში განხილულია ის ისტორიული პროცესები, რომლებიც ცხადყოფენ ქართველი ხალხის მოთხოვნებს საკვლევ პერიოდში, ხაზგასმულია ამ პროცესების საყოველთაო ხასიათი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების მახასიათებლები და მეფისნაცვალ ვორონცოვის როლი მისი ტრანსფორმაციის პროცესში. აღნიშნულის საფუძველზე, წარმოდგენილია შედარებითი ანალიზი და დასკვნა. კვლევა ეფუძნება დოკუმენტურ მასალას, სამეცნიერო ლიტერატურასა და პრესას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
АКАК, I, (1866). Акты собранные Кавказскою археографическою комиссиею, под редакциею председателя комиссии Ад. Берже, Томь I (I), Тифлись
АКАК, II, (1868). Акты собранные Кавказскою археографическою комиссиею, под редакциею председателя комиссии Ад. Берже, Томь II (I), Тифлись
АКАК, IV, (1870). Акты собранные Кавказскою археографическою комиссиею, под редакциею председателя комиссии Ад. Берже, Томь IV (I), Тифлись
АКАК, VI, (1874). Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею, под редакциею председателя комиссии Ад. Берже, Томь VI (I), Тифлись
АКАК, X, (1885). Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею, под редакциею председателя комиссии Ад. Берже, Томь X (I), Тифлись
АКАК, XII, (1904). Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею, под редакциею председателя комиссии Ад. Берже, Томь XII (I), Тифлись
Дзидзария, Г. (1955), Восстание 1866 года в Абхазии, Сухуми
Потто, В. (1887), Кавказская Война, Томь I, Выпускь I, Издание Второе, С.-Петербургь
ბოროზდინი, კ. (1934). სამეგრელო და სვანეთი 1854-1861: მოგონებანი, თ. სახოკიას თარგმანი, თბილისი
გასვიანი, გ. (1979). დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები, თბილისი
გელაშვილი, ა. (2023). რუსეთ-საქართველოს ომი 1812-1813 წლებში, თბილისი
გელოვანი, ა. (2003). დასავლეთ საქართველოს მთიანეთი (სვანეთი) XIX საუკუნეში, თბილისი
გოზალიშვილი, გ. (1935). 1832 წლის შეთქმულება, ტფილისი
ლემონჯავა, დ. (1957). გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856-1857, თბილისი
ნიჟარაძე, ბ. (1964). ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები II, თბილისი
ნიჩიპეროვიჩი, ბ. (2020). რუსული საეკლესიო მმართველობა საქართველოში XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, თბილისი
პაპასქირი, ზ. (2003). ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი I: უძველესი დროიდან 1917 წლამდე, თბილისი
რეიფილდი, დ. (2019). საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინი : სამიათასწლოვანი ისტორია. ჯუანშერ ტიკარაძის თარგმანი
სიხარულიძე, ი. (1956). გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წ., ბათუმი
ფრონელი, ა. (1896). მთიულეთი 1804 წ., ტფილისი
შველიძე, დ. (2013). 1832 წლის შეთქმულებითი მოძრაობა (და არა - შეთქმულება), თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII, 247-260, თბილისი
ჭიჭინაძე, ზ. (1906). თბილისის ამბოხება ანუ დიდი ბუნტი 1865 წ., თბილისი
ხაჭაპურიძე, გ. (1931). გურიის აჯანყება 1841 წელს, თბილისი
ხომერიკი, მ. (2012). იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები, თბილისი
ხუნდაძე, ს. (1936). დიმიტრი ყიფიანი, ტფილისი
ჯავახიშვილი, ი. (2016). პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბილისი
ჯანელიძე, ო. (2020). ვორონცოვის მმართველობა საქართველოში „რბილი ძალის“ პოლიტიკის ჭრილში, რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო, თბილისი
ჯორჯაძე, ა. (1911). თხზულებანი არჩილ ჯორჯაძისა, წიგნი მეორე : ჩვენი საზოგადოებრივობა. ტფილისი
ნარკვევები, (1970). საქართველოს ისტორიის ნარკვევები რვა ტომად, V, თბილისი
ივერია N24, 1878
დროება N114, 1878