კოლხური კერამიკა გონიო-აფსაროსის ციხიდან
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2023.01.017საკვანძო სიტყვები:
გონიო-აფსაროსი, დიუნა, კოლხური კულტურა, ქოთანი, დოქიანოტაცია
გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა სხვადასხვა პერიოდის არაერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო არქეოლოგიური მასალა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ოსმალურ (XVI-XIX სს), ბიზანტიურ (VI-VII სს) და რომაულ (I-III სს) პერიოდებს მიეკუთვნება. თუმცა, ბოლო პერიოდის აღმოჩენებში გვხვდება უფრო ადრეული ეპოქების (კლასიკური V ს), ელინისტური (IV-I სს), დიუნური (VIII-VII სს) მასალებიც. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესო იყო 2023 წელს ციხის ცენტრალურ მონაკვეთში (SW I სექტორი) აღმოჩენილი არეფაქტები. წინა წლებში აქ ექსპედიციამ შეისწავლა ოსმალური და რომაული პერიოდების კულტურული ფენები. სტრატიგრაფიული სურათის დასადგენად 2023 წელს მთელს უბანზე გაივლო საკონტროლო-საცდელი თხრილები რომლებმაც გამოავლინა ძვ.წ. VIII-VII სს-ით დათარიღებული დიუნური ფენა და თანმხლები არქეოლოგიური მასალა: კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ცალყურა ქოთნები და ყურმილიანი დოქი. წარმოდგენილ სტატიაში სწორედ მათ შესახებ იქნება საუბარი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
თავამაიშვილი, 2023: - თავამაიშვილი გ, საქართველოს ზღვისპირეთის დიუნური სადგომები (ფიჭვნარი, ბობოყვათი, ციხისძირი), ფიჭვნარი VIII, 174-205, ბათუმი
თავამაიშვილი, ინაიშვილი.,2013: - თავამაიშვილი გ, ინაიშვილი ნ., გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ექსპედიციის ცენტრალური უბნის (SW I) რაზმის მუსაობის ანგარიში (2011-2012 წლები)// აჭარა წარსული და თანამედროვეობა I, 164-186, ბათუმი
თავამაიშვილი, 2012: - თავამაიშვილი გ., ძველი სადგომები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ახალშავზღვურ ტერასაზე, თბილისი
კახიძე, ვიკერსი, 2004: - კახიძე ა, ვიკერსი მ., საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1998-2002 წწ), ფიჭვნარი I, ბათუმი-ოქსფორდი
კახიძე, 2007: - კახიძე ა., ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ფიჭვნარის ძვ.წ. V ს ბერძნული ნეკროპოლი, ფიჭვნარი II, ბათუმი-ოქსფორდი
კახიძე, ვაშაკიძე, 2010: - კახიძე ა, ვაშაკიძე ნ., ელინიზმი და კოლხეთი, ფიჭვნარი III, ბათუმი-ოქსფორდი
კახიძე, კახიძე, 2014: - კახიძე ა, კახიძე ე., აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაციის შედეგები, ფიჭვნარი V, ბათუმი-ოქსფორდი
კახიძე, ვიკერსი, 2014: - კახიძე ა, ვიკერსი მ., საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობის შედეგები (2003-2007 წწ), ფიჭვნარი VI, ბათუმი-ოქსფორდი
კახიძე, 2016: - კახიძე ა, ფიჭვნარის ძვ.წ. V ს-ის კოლხური სამაროვანი, ფიჭვნარი VII, ბათუმი
კახიძე, მამულაძე, 2024: - კახიძე ა, მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები (მეორე გამოცემა) , ბათუმი
მამულაძე...,2009: - მამულაძე შ, კახიძე ე, ხალვაში მ., აფსაროსი ძვ.წ. I ათასწლეულში// გონიო-აფსაროსი VIII, 107-130, ბათუმი
მამულაძე..,2023: - მამულაძე შ, ქამადაძე კ, მამულაძე შ, ასლანიშვილი ლ., 2022 წელს გონიო-აფსაროსის ციხის ცენტრალურ მონაკვეთი (SW I-II სექტორები) წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების ძირითადი შედეგები// 2022 წელს აჭარაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული, ბათუმი, 9-18