სელენის, როგორც ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტის კვლევა აჭარის მინერალურ რესურსებში
საკვანძო სიტყვები:
Selenium, biologically active, element, mineral resources, Adjaraანოტაცია
სელენი - ერთ-ერთი აუცილებელი მიკროელემენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ასრულებს მრავალრიცხოვან ბიოლოგიურ ფუნქციებს. სელენი მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოფიზიკურ, მეტაბოლურ და ენერგეტიკულ რეაქციებში, რითაც უზრუნველყოფს უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ფუნქციებს. გარდა აღნიშნულისა, სელენი ამცირებს მუტაციის სიხშირეს, გააჩნია ანტიტერატოგენური და რადიოპროტექტორული ეფექტი, ასტიმულირებს ანტიტოქსიკურ დაცვას, ანორმალიზებს ნუკლეინის მჟავეების, ცილების და ეიკოზანოიდების ცვლას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, არეგულირებს ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლების ფუნქციებს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა სელენის დეფიციტსა და კიბოს შორის შესაძლო კავშირი. სელენი წარმოადგენს ანტიკანცეროგენურ ფაქტორს.სელენის დაბალ სტატუსთანაა დაკავშირებული ვირულენტობის, რიგი ვირუსული ინფექციების გავრცელების ზრდა და მიმდინარეობის განსაკუთრებულობა. სელენის დეფიციტის დროს ადამიანის ორგანიზმში ვითარდება 20-ზე მეტი პათოლოგია და 50-მდე დაავადება.სელენის შემცველი მინერალური ნედლეულის კვლევა და შესწავლა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა თანამედროვე მედიცინისა და ფარმაციისათვის. ანალიზის თანამედროვე ინსტრუმენტალური მეთოდის გამოყენებით შესწავლილია აჭარის რეგიონში არსებული 58 პელოიდი მიკრო და მაკროელემენტების შემცველობაზე. სელენის შემცველობა დადასტურებულია 8 საკვლევ ობიექტში.
Downloads
წყაროები
კვანჭახაძე რ. სელენი ჩვენს სამყაროში. 2018. 207გვ.
Анурьева Т.М., Станевич Л.М., Анурьев А.М., Филиппова Г.Т. Биологическая роль селена.-Инновационные технологии в фармации. Иркутск, 2019 год. Выпуск 6.500-506ст.
Гмошинский, И.В. Селен в питании: краткий обзор / И.В. Гмошинский, В.К. Мазо [Электронный ресурс] // Сайт ГУНИИ питания РАМН. – М.,2007. – Режим доступа: http://www.¬ion.ru/¬VMA¬ZO4.¬htm; http://www.ion.ru/all_publish.html/
Определение химических элементов в биологических средах и препаратах методами атомноэмиссионной спектрометрии с индуктивно связанной плазмой и масс-спектрометрии с индук¬тивно связанной плазмой: Методические указания. – М.: Федеральный центр госсанэпиднадзо¬ра Минздрава России, 2003. – 56 с.
Селенсодержащие лекарственные растения Таджикистана обладающие адаптогенными свойствами / Н. Г. Мародмамадова, Г. К. Мироджов, М. К. Курбонов, М. М. Якубова. - Научный и инновационный потенциал развития производства, переработки и применения эфиромасличн¬ых растений.- Симферополь. - 2019.- С 235-239
П.А. Полубояринов, Д.Г. Елистратов, В.И. Швец, МЕТАБОЛИЗМ И МЕХАНИЗМ ТОКСИЧНОС¬ТИ СЕЛЕНСОДЕРЖАЩИХ ПРЕПАРАТОВ, ИСПОЛЬЗУЕМЫХ ДЛЯ КОРРЕКЦИИ ДЕФ¬ИЦ¬И¬ТА МИКРОЭЛЕМЕНТА СЕЛЕНА Тонкие химические технологии / Fine Chemical Techn¬olo¬gies 2019 том 14 № 1.- 14-33с.
О.В. Раков, В.А. Музь. Селен и здоровье человека. - ЕНДОКРИНОЛОГІЯ.- 2019, ТОМ 24, № 2.- 178-186с.