ქრონიკული ბალთოვანი ფსორიაზი - კლინიკური შემთხვევა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.16საკვანძო სიტყვები:
Psoriasis, Plaque Psoriasis, Immune-Mediated Disease, Chronic Dermatosisანოტაცია
ფსორიაზი არის ქრონიკული, აუტოიმუნური ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება რეკურენტული ერითემატოზული, აქერცვლადი ბალთებით. ფსორიაზის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ T-ლიმფოციტები,დენდრიტული უჯრედები და პროანთებითი ციტოკინები, განსაკუთრებით IL-23, IL-17 და TNF-α. ფსორიაზისათვის დამახასიათებელი კლასიკური ჰისტოლოგიური ნიშნებია: აკანტოზი, პარაკერატოზი, მუნროს მიკროაბსცესი, გაფართოებული პაპილარული კაპილარები დერმაში, სუპრაპაპილარული დერმული ფირფიტების გათხელება.
სტატია აღწერს ქრონიკული ბალთოვანი ფსორიაზის კლინიკურ შემთხვევას. პაციენტი 48 წლის ქალბატონი, უჩიოდა ფართოდ გავრცელებულ გამონაყარს ზურგის, დუნდულოების, იდაყვებისა და ქვედა კიდურების არეში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დუნდულოებისა და საკრალურიმიდამოს ფართო შერწყმული ბალთები, სადაც აღინიშნება გამოხატული ლიქენიფიკაცია, ზედაპირული ნახეთქები და ქრონიკული ანთებითი პროცესისათვის დამახასიათებელი კანის გასქელება.
Downloads
წყაროები
DermNet NZ. Chronic plaque psoriasis. https://dermnetnz.org/topics/chronic-plaque-psoriasis
Wolff K., Johnson R.A., Saavedra A.P., Roh E.K. Fitzpatrick’s Color Atlas and Synopsis of Clinical Dermatology. 8th ed. McGraw-Hill Education; 2017:50–61.
Elmets C.A., Leonardi C.L., Davis D.M.R., et al. Joint AAD-NPF guidelines of care for the management and treatment of psoriasis with awareness and attention to comorbidities. J Am Acad Dermatol. 2019;80(4):1073–1113.
American Academy of Family Physicians. Psoriasis: Guidelines for management. https://www.aafp.org/afp/2006/0215/p636
Feldman S.R. Chronic plaque psoriasis in adults: Overview of management. UpToDate. https://www.uptodate.com/contents/chronic-plaque-psoriasis-in-adults-overview-of-management


