TH1 /TH2 ციტოკინური პროფილების პარადიგმა ფსორიაზის იმუნოპათოგენეზში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.08საკვანძო სიტყვები:
Psoriasis, interleukins, cytokines, immunopathogenesisანოტაცია
ფსორიაზი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კანზე ერითემატოზული პაპულებისა და ბალთების არსებობით. ფსორიაზის პათოგენეზში წამყვან როლს თამაშობს T უჯრედული აუტორეაქტიულობა დღემდე უცნობი ანტიგენისადმი. აღნიშნული იმუნური უჯრედები მიგრირებენ დერმიდან ეპიდერმისში და გამოყოფენ ანთების ქიმიურ მედიატორებს-პროანთებით ციტოკინებს. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, Th1/Th2 ციტოკინური პროფილების აქტივობის შესწავლა ფსორიაზის იმუნოპათოგენეზში. მიღებული შედეგების მიხედვით, ფსორიაზის მქონე პაციენტებში IL-2-ის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია, ჯანმრთელ და ალერგიულ ჯგუფებთან შედარებით, რაც მიუთითებს Th1 იმუნური ხაზის გააქტიურებაზე, ხოლო IL-33-ის დაბალი დონე, როგორც ფსორიაზის ასევე ალერგიის ჯგუფებში, მის არადომინანტ როლს ასახავს. ფსორიაზის მქონე პაციენტებში გამოვლინდა IFN-γ-ის კონცენტრაციის მომატების ტენდენცია.
Downloads
წყაროები
Parisi R., Symmons D. P. M., Griffiths C. E. M., Ashcroft D. M. (2013). Global epidemiology of psoriasis: A systematic review of incidence and prevalence of psoriasis. Journal of Investigative Dermatology, 133(2): 377–385
Marco Diani, Gianfranco Altomare and Eva Reali “T Helper Cell Subsets in Clinical Manifestations of Psoriasis“ Journal of Immunology Research, 2016; 6:1-7.
M. A. Lowes, C. B. Russell, D. A. Martin, J. E. Towne, and J. G. Krueger, “The IL-23/T17 pathogenic axis in psoriasis is amplified by keratinocyte responses,” Trends in Immunology, 2013;34(4):174–181
