გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების გავრცელება ნოზოკომური პნევმონიის მქონე პაციენტებიდან გამოყოფილ Pseudomonas aeruginosa-ს შტამებში

გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების გავრცელება ნოზოკომური პნევმონიის მქონე პაციენტებიდან გამოყოფილ Pseudomonas aeruginosa-ს შტამებში

ავტორები

  • გიორგი მგელაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • შორენა ხეცურიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ხათუნა გაჩეჩილაძე Tbilisi State Medical University image/svg+xml
  • მაია მიქელაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • დარეჯან მეტრეველი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.04.11

საკვანძო სიტყვები:

nosocomial pneumonia, P. aeruginosa, extended-spectrum β-lactamases

ანოტაცია

ნოზოკომური პნევმონია ჯანდაცვის დაწესებულებებში ავადობისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი მიზეზია. მიუხედავად პრევენციული ზომებისა და ანტიმიკრობული თერაპიის მიღწევებისა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იგი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნოზოკომურ ინფექციად რჩება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანდაცვის ხარჯებზეც. პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება მულტირეზისტენტული პათოგენების არსებობისას. წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ამ ინფექციის გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირება. ბაქტერიებში გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (Extended-spectrum β-lactamases - ESBLs) არსებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ისინი დაკავშირებულია მულტირეზისტენტობასთან და აქედან გამომდინარე, განაპირობებს დაავადების გამოსავლის სიმძიმეს. შევისწავლეთ ნოზოკომიური პნევმონიით დაავადებული პაციენტებისგან გამოყოფილი ბაქტერიების შედგენილობა, გამოვავლინეთ მათ შორის ყველაზე გავრცელებული პათოგენი და მათში ESBLs-ების გავრცელება.

გამოყოფილი ბაქტერიული სახეობების იდენტიფიცირება მოხდა სტანდარტული საიდენტიფიკაციო სისტემების გამოყენებით. სულ იდენტიფიცირებული იყო შვიდი სახეობის ბაქტერიის 158 შტამი (P.aeruginosa, A.baumannii, K.pneumoniae, Enterobacter spp., S.aureus, S.pneumoniae და E. coli). გრამ-უარყოფითი ბაქტერიები მნიშვნელოვნად უფრო ხშირი იყო (77.21%), ვიდრე გრამ-დადებითი ბაქტერიები (22.78%). ყველაზე გავრცელებული იყო P.aeruginosa-ინფექცია (31.01%). მულტირეზისტენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი - ESBLs, მაღალი სიხშირით გამოვლინდა P.aeruginosa შტამებში (93.87%). მიღებული შედეგი მიუთითებს ნოზოკომიური პნევმონიით დაავადებული პაციენტებისგან გამოყოფილი ბაქტერიების მრავალფეროვან სპექტრზე, რომელშიც ძირითადი პათოგენები გრამ-უარყოფითი ბაქტერიები იყო. გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ეს სიხშირე ასახავს მათ მნიშვნელოვან როლს ნოზოკომიური პნევმონიის განვითარებაში. ნოზოკომიური პნევმონიის მქონე პაციენტებში ეტიოლოგიური აგენტის იდენტიფიცირება ხელს უწყობს ინფექციის სათანადო მონიტორინგს და ოპტიმალური მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

გიორგი მგელაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი 

სამედიცინო კომპანია “Test-IMP”

შორენა ხეცურიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი 

ხათუნა გაჩეჩილაძე, Tbilisi State Medical University

თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი 

მაია მიქელაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი 

დარეჯან მეტრეველი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი 

წყაროები

Bassetti M, Mularoni A, Giacobbe DR, Castaldo N, Vena A. New Antibiotics for Hospital-Acquired Pneumonia and Ventilator-Associated Pneumonia. Semin Respir Crit Care Med. 2022 Apr;43(2):280-294.

Pickens CI, Wunderink RG. Methicillin-Resistant Staphylococcus aureus Hospital-Acquired Pneumonia/Ventilator-Associated Pneumonia. Semin Respir Crit Care Med. 2022

Blot S, Ruppé E, Harbarth S et al. Healthcare-associated infections in adult intensive care unit patients: Changes in epidemiology, diagnosis, prevention and contributions of new technologies. Intensive Crit Care Nurs. 2022 Jun;70:103227. doi: 10.1016/j.iccn.2022.103227.

Reina R, León-Moya C, Garnacho-Montero J. Treatment of Acinetobacter baumannii severe infections. Med Intensiva (Engl Ed). 2022 Dec;46(12):700-710. doi: 10.1016 /j.medine. 2022.08.007.

Ahmed, N.; Tahir, K.; Aslam at al. Heavy Metal (Arsenic) Induced Antibiotic Resistance among Extended-Spectrum β-Lactamase (ESBL) Producing Bacteria of Nosocomial Origin. Pharmaceuticals 2022, 15, 1426. https://doi.org/10.3390/ph15111426

B.Seni, J., Sweya, E., Mabewa, A. et al. Comparison of antimicrobial resistance patterns of ESBL and non-ESBL bacterial isolates among patients with secondary peritonitis at Bugando Medical Centre, Mwanza – Tanzania. BMC Emerg Med 16, 41 (2016). https://doi.org/10.1186/s12873-016-0106-1

Islam, S. U. (2023). Antibacterial drugs. In Elsevier eBooks (pp. 119–148). https://doi.org/10.1016/b978-0-443-18742-1.00054-3

The European Committee on Antimicrobial Susceptibility Testing. Breakpoint tables for interpretation of MICs and zone diameters. Version 13.0, 2023. http://www.eucast.org.

The EUCAST guidelines for detection of resistance mechanisms and specific resistances of clinical and/or epidemiological importance Version 2.01 July 2017; 43p.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-21

როგორ უნდა ციტირება

მგელაძე გ., ხეცურიანი შ., გაჩეჩილაძე ხ., მიქელაძე მ., & მეტრეველი დ. (2025). გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების გავრცელება ნოზოკომური პნევმონიის მქონე პაციენტებიდან გამოყოფილ Pseudomonas aeruginosa-ს შტამებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 41–44. https://doi.org/10.52340/jecm.2025.04.11

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...