კანის ჰისტომორფოლოგიური ცვლილებები ელექტროტრავმის დროს
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2024.05.09საკვანძო სიტყვები:
skin, electric injury, histomorphology, changesანოტაცია
ელექტროდენით დაზიანება ხშირად არასპეციფიკურია და სწორი დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანზე ელექტრონიშა არ ვითარდება ან ვითარდება არადამახასიათებელი ფორმით. დიაგნოზის სწორად დასასმელად საჭიროა კვლევის თანამედროვე ახალი მეთოდების გამოყენება. მორფოლოგიური ცვლილებების შესასწავლად ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტი ვირთაგვებზე მოდელირებული ელექტროტრავმის სახით. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ელექტროტრავმის დიაგნოზის დასასმელად არატიპიური ელექტრონიშის პირობებში სპეციფიურ ნიშნებად შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი ჰისტომორფოლოგიური მახასიათებლები: ეპიდერმისის კეროვანი კოაგულაციური ნეკროზი, დერმის დვრილების დეფორმაცია სპეციფიური, დვრილისებრი სტრუქტურების ფორმირებით, დერმის კეროვანი კოაგულაციური ნეკროზი, კომბინაციაში დამახასიათებელ ნიშნებიდან ერთად, როგორიც არის: რქოვანას აშრევება, ეპიდერმისის ეპითელიოციტების ბირთვების ელიფსური დეფორმაცია, კანის დანამატების (თმის ფოლიკულების, ქონის ჯირკვლების, საოფლე ჯირკვლების გამომტანი სადინრების) ბირთვების დეფორმაცია, ნერვული ბოჭკოების დეფორმაცია.
Downloads
წყაროები
კილასონია ბ.: სასამართლო მედიცინა. თბილისი, 2020. გვ.190-194
Boyd A.N., Hartman B.C., Sood R., Walrotha T.A.: A voltage-based analysis of fluid delivery and outcomes in burn patients with electrical injuries over a 6-year period; Elsevier 2018/8
DiMaio V.J., DiMaio D.: Forensic Pathology. Ch 16: Electrocution. 2nd ed., 2001: 114-123
Huitong Liu, Qiaofeng Wang, et al. The Clinical and Medicolegal Analysis of Electrical Shocked Rats: Based on the Serological and Histological Methods, Biomed Res Int. 2016; 2016: 4896319.
Knight B.: Forensic Pathology, Electrical fatalities, London, 1996:319-331
Lindström R., Bylund P.O., Eriksson A.: Accidental deaths caused by electricity in Sweden, 1975-2000. J Forensic Sci. 2006 Nov; 51(6):1383-8
Saukko P., Knight B.: Knight's Forensic Pathology, Ch. 12: Electrical Fatalities. 2004: 319-331
Shepherd R.: Simpson’s Forensic Medicine. Ch: Electrical Injury. 12th ed., London, 2003:111-4
Taylor A.J., McGwin G., Brissie R., Rue L.W., Davis G.: Death During Theft From Electric Utilities. Case Report. American Journal of Forensic Medicine&Pathology. June 2003;4(2):173-6
Thali M.J., Yen K., Dirnhofer R., Potter K.: MR Microscopy in Forensic Medicine: Analysis of Electric Injury Patterns in Human Skin. Proc. Intl. Soc. Mag. Reson. Med. 2002; 10: 94-97
Томолин В.В. Медико-криминалистическая идентификация. Исследование следов-повреждений от воздействия технического электричества, Москва 2000, сс 179-184