წარმატებული საკეისრო კვეთა საშვილოსნოს კუთხის გასკდომით გართულებული ჰეტეროტოპური ორსულობის შემდეგ (კოვიდ-19 პოზიტიურ პაციენტში)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.16საკვანძო სიტყვები:
caesarean section, uterine rupture, covid-19, pregnancyანოტაცია
ჰეტეროტოპური ორსულობა წარმოადგენს ექტოპიური ორსულობის ერთ-ერთ უიშვიათეს ფორმას, რომლის დროსაც ერთი ემბრიონი ინერგება საშვილოსნოს ღრუში (ფიზიოლოგიური ლოკალიზაცია) მეორე ემბრიონი კი საშვილოსნოს ღრუს გარეთ (ექტოპიური ლოკალიზაცია). მოცემული სტატია განიხილავს ჰეტეროტოპურ ორსულობას საშვილოსნოს მარჯვენა კუთხეში საშვილოსნოს კედლის მთლიანობის დარღვევით, თანმდევი ჰემოპერიტონეუმისა და ჰემორაგიული შოკის განვითარებით, რომლის ფონზეც საშვილოსნოს ღრუში არსებულმა ორსულობამ განიცადა პროგრესირება და დასრულდა წარმატებული საკეისრო კვეთით 34 2/7 კვირის ვადაზე. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს გასკდომამდე 4 დღით ადრე პაციენტს აღენიშნებოდა კოვიდ-19-სთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომატიკა (ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ტაქიკარდია), რაც ასევე დადასტურებული იყო ანტიგენის სწრაფი ტესტით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.
Downloads
წყაროები
Kamwendo F, Forslin L, Bodin L, Danielsson D. Epidemiology of ectopic pregnancy during a 28year period and the role of pelvic inflammatory disease. Sex Transm Infect. 2000;76(1):28.
Werner S, Katz A. Change in ectopic pregnancy presentations during the covid-19 pandemic.
Int J Clin Pract. 2021;75(5):e13925. Epub 2020 Dec 27.
Berg CJ, Callaghan WM, Syverson C, Henderson Z. Pregnancy-related mortality in the United States, 1998 to 2005. Obstet Gynecol. 2010;116(6):1302.
Bouyer J, Coste J, Fernandez H, Pouly JL, Job-Spira N. Sites of ectopic pregnancy: a 10year population-based study of 1800 cases. Hum Reprod. 2002;17(12):3224.
Alkatout I, Honemeyer U, Strauss A, Tinelli A, Malvasi A, Jonat W, Mettler L, Schollmeyer T. Clinical diagnosis and treatment of ectopic pregnancy. Obstet Gynecol Surv. 2013;68(8):571.
Creanga AA, Shapiro-Mendoza CK, Bish CL, et al. Trends in ectopic pregnancy mortality in the United States: 1980-2007. Obstet Gynecol. 2011;117(4):837.