ნაწილობრივი ედენტულიზმისა და მეორადი დეფორმაციების გავრცელება 45-75 წლის ასაკობრივი ჯგუფის თბილისის მოსახლეობაში

ნაწილობრივი ედენტულიზმისა და მეორადი დეფორმაციების გავრცელება 45-75 წლის ასაკობრივი ჯგუფის თბილისის მოსახლეობაში

ავტორები

  • ნატალია შონია
  • სოფიო კრავეიშვილი
  • ნათელა საყვარელიძე
  • ემირ ბაიანდუროვი
  • ნინო ზაუტაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.43

საკვანძო სიტყვები:

partial edentulism, age, secondary deformation

ანოტაცია

 ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს კბილთა მწკრივში არსებული დეფექტების და მეორადი დეფორმაციების გავრცელების შესწავლა არსებული დეფექტების სიდიდის, ლოკალიზაციის და დეფორმაციის გვარობის მიხედვით, თბილისის 45-75 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობაში.

 ჩვენ შევისწავლეთ თსსუ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკასა და სტომატოლოგიის კლინიკასა და სასწავლო-კვლევით ცენტრში „უნიდენტი“ თვითდინებით შემოსული 45-75წ. ასაკობრივი ჯგუფის 245 პაციენტის ავადმყოფობის ისტორია და ორთოპანტომოგრამა. პაციენტები დავყავით სამ ასაკობრივ ჯგუფად: 45-55 წლის 112 პაციენტი, 55-65 წლის 81 პაციენტი, 65-75 წლის 52 პაციენტი. 233 პირს, ანუ 95% აღენიშნებოდა სხვადასხვა სიდიდის  ნაწილობრივი ედენტულიზმი.

ჩვენს მიერ გამოკვლეული ედენტულიზმის მქონე 233 პაციენტიდან 198 პაციენტს, ანუ 84,9%-ს, აღენიშნებოდა კბილთა მწკრივის/მწკრივების განსხვავებული  ტიპის მეორადი დეფორმაციები. გამოვლინდა გარკვეული დამოკიდებულება ასაკსა და კბილთა მწკრივის მეორად დეფორმაციათა ტიპებს შორის, კერძოდ: ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დისტალურ დეფორმაციათა რაოდენობა და მცირდება მეზიალურ დეფორმაციათა რაოდენობა, რაც აიხსნება ასაკის მატებასთან ერთად კენედის I და II კლასის ტიპის დეფექტის მქონე პაციენტთა მაღალი  მომართვიანობით.

ჩვენმა კვლევამ ვერ გამოავლინა რაიმე სახის დამოკიდებულება ედენტულიზმს, კბილთა მწკრივში დეფექტის სიდიდეს, კბილთა მწკრივში მეორად დეფორმაციებსა და პაციენტის სქესს შორის.

            მიღებული შედეგების ანალიზით გამოვლინდა დადებითი კორელაცია: ასაკსა და ედენტულიზმს შორის; ასაკსა და კბილთა მწკრივში დეფექტის სიდიდეს შორის;  ასაკსა და კბილთა მწკრივში მეორად დეფორმაციებს შორის.

 

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

ნ.შონია, ს.კრავეიშვილი, ნ.საყვარელიძე. კბილთა მწკრივში არსებული დეფექტებისა და მეორადი დეფორმაციების გავრცელება და ინტენსივობა 15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. 2013; 5:62-64.

Doroshenko S.I. Optimization of orthopedic treatment of patients with defects of teeth and dentitions complicated by secondary dental deformities / SI Doroshenko, OV Fedorova, SV Irkha, E. Elmaghrabi, AV Storozhenko // Visnyk stomatologii. 2019; 32(2):38-42.

D’Souza KM, Aras M. Association between socio-demographic variables and partial edentulism in the Goan population: An epidemiological study in India. IJDR. 2014;25(4):434–38.

Ines Polzer MPhil, Martin Schimmel, Frauke Müller, Reiner Biffar. Edentulism as part of the general health problems of elderly adults. International Dental Journal. June 2010; 60(3):143-155.

Mirchuk B.M., Maksimov Y.V. Frequency of the dentition defects among adult patients of Zaporozhye who applied for prosthetic treatment. Current issues of pharmaceutical and medical science and practice. 2017; 10 (23):102 -106.

Muneeb A. Causes and pattern of partial edentulism/ exodontia and its association with age and gender: semirural population, Baqai Dental college, Karachi, Pakistan. Idjsr. 2013;1(3):13–18.

Petersen Erik Poul World Health Organization global policy for improvement of oral health – World Health Assembly 2007. International Dental Journal. 2008;58:115-121.

Sadiq WM, Idowu AT. Removable Partial denture design: A study of a selected population in Saudi Arabia. J Contemp Dent Pract. 2002;3(4):1-11.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-29

როგორ უნდა ციტირება

შონია ნ., კრავეიშვილი ს., საყვარელიძე ნ., ბაიანდუროვი ე., & ზაუტაშვილი ნ. (2023). ნაწილობრივი ედენტულიზმისა და მეორადი დეფორმაციების გავრცელება 45-75 წლის ასაკობრივი ჯგუფის თბილისის მოსახლეობაში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 194–201. https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.43

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...