საშვილოსნოს მორეციდივე ლეიომიომებში ექსტრაცელულური მატრიქსის და ანგიოგენეზის თავისებურებები რეპროდუქციულ პერიოდში

საშვილოსნოს მორეციდივე ლეიომიომებში ექსტრაცელულური მატრიქსის და ანგიოგენეზის თავისებურებები რეპროდუქციულ პერიოდში

ავტორები

  • ირინა მეგრელიშვილი
  • მარინა ფაილოძე
  • რევაზ სულუხია
  • მაგდა თორთლაძე
  • ანზორ გოგიბერიძე
  • თამარ გოგია
  • სოფიკო კანდელაკი
  • ნინო ნიკურაძე
  • რუსუდან ხუგაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.13

საკვანძო სიტყვები:

Uterine Leiomyoma, extracellular matrix, angiogenesis, vascularization

ანოტაცია

საშვილოსნოს ლეიომიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირად გვხვდება რეპროდუქციულ პერიოდში, სტიმულირებულია სქესობრივი სტეროიდული ჰორმონებით და ადგილობრივი ზრდის ფაქტორებით გაუკუღმართებული აპოპტოზის პირობებში და მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე უჯრედგარე მატრიქსის და მისი კომპონენტების: კოლაგენის, ფიბრონექტინის, ლამინინების და პროტეოგლიკანების დაგროვება. ამასთან, ბოლო წლებში ანგიოგენეზი და ვასკულარიზაცია განიხილება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორები, რომლებიც აკონტროლებენ სიმსივნეების ზრდას. ვარაუდობენ, რომ ლეიომიომებს აქვთ პათოლოგიური სისხლძარღვები, გამოირჩევიან სისხლძარღვოვანი სიმწირით, ვიდრე მიმდებარე მიომეტრიუმი.

კვლევის მიზანი: ექსტრაცელულური მატრიქსის მნიშვნელობა საშვილოსნოს მორეციდივე ლეიომიომის ანგიოგენეზში კვანძების პერიფერიაზე და ცენტრალურ მიდამოში.

კვლევის საგანი: შესწავლილია ლეიომიომის დიაგნოზის მქონე 42 პაციენტის ჩატარებული ოპერაციის შემდგომ მიღებული მასალის ჰისტომორფოლოგიური თავისებურებები.

ამოცანები: მორეციდივე (4სმ-დან 8სმ-მდე) ლეიომიომების პერიფერიაზე და ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდეს: ანგიოგენეზის თავისებურებები; ფიბროზის ხარისხი დასტრომა-პარენქიმული თანაფარდობა; სისხლძარღვების რაოდენობა; ფიბროზსა და სისხლძარღვების რაოდენობას შორის კორელაციური კავშირი.

            დასკვნები: მორეციდივე ლეიომიომების პერიფერიაზე და ცენტრალურ ნაწილში გამოვლენილი ულტრასონოგრაფიული და ჰისტოლოგიური კვლევის საფუძველზე გამოვლინდა: 1. კვანძების პერიფერიაზე მსუბუქი ფიბროზი საშუალო და დიდი კალიბრის არტერიების არსებობით და სუსტად გამოხატული პერიფერიული ვასკულარიზაციით, ხოლო ცენტრალურ ნაწილში აქტიური ფიბროზი გადაკეთებული სისხლძარღვების და მცირე კალიბრის არტერიების არსებობით; 2. კვანძების ცენტრში გამოვლენილი ფიბროზის მაღალი ხარისხი გადაკეთებული სისხლძარღვების და მცირე კალიბრის არტერიების გახშირებით, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ აღნიშნულ ზონაში ანგიოგენეზის აქტივაციაზე შედარებით კვანძების პერიფერიასთან, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილში აქტიური ფიბროზის ფონზე ზრდის ფაქტორების დაგროვების შედეგს; 3. მორეციდივე ლეიომიომებში, სისხლძარღვების თვითგანახლების, დიფერენციაციის, რეგენერაციის მაღალი პოტენციალი და მუდმივი აქტიური ცვალებადობა კვანძების ფარგლებში, როგორც ჰორმონდამოკიდებული პროცესი ახალი გადაკეთებული სისხლძარღვების ფორმირების მხრივ, წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს რეციდივის განვითარებაში.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Arici A, Sozen I. Transforming growth factor-β3 is expressed at high levels in leiomyoma where it stimulates fibronectin expression and cell proliferation. Fertil Steril. 2000;5:10061011.

Norian JM, Malik M, Parker CY, et al. Transforming growth factor β3 regulates the versican variants in the extracellular matrix-rich uterine leiomyomas. Reprod Sci. 2009;12:1153-1164.

Malik M, Mendoza M, Payson M, Catherino WH. Curcumin, a nutritional supplement with antineoplastic activity, enhances leiomyoma cell apoptosis and decreases fibronectin expression. Fertil Steril 2009; 5 Suppl:2177-2184.

Folkman J. Angiogenesis. Annu Rev Med 2006; 57:1-18.

Fraser HM, Duncan WC. SRB reproduction, fertility and development award lecture2008. Regulation and manipulation of angiogenesis in the ovary and endometrium. Reprod Fertil Dev 2009;21:377-392.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-12

როგორ უნდა ციტირება

მეგრელიშვილი ი., ფაილოძე მ., სულუხია რ., თორთლაძე მ., გოგიბერიძე ა., გოგია თ., … ხუგაშვილი რ. (2023). საშვილოსნოს მორეციდივე ლეიომიომებში ექსტრაცელულური მატრიქსის და ანგიოგენეზის თავისებურებები რეპროდუქციულ პერიოდში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5). https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.13

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...