IL-6 პროგნოზული მნიშვნელობა ნაყოფის ანტენატალური სიკვდილის განვითარებაში COVID 19 პანდემიის პირობებში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.05.09საკვანძო სიტყვები:
Prognostic significance, IL-6, Stillbirth, COVID 19ანოტაცია
იმუნოფერმენტული ანალიზით (IFA) შესწავლილი იქნა IL6 კოვიდინფიცირებულ ორსულთა სისხლის პლაზმაში ნაყოფის ანტენატალური სიკვდილის დროს. ძირითად ჯგუფში გაერთიანდა 3 ორსული მკვდარი ნაყოფით, ხოლო საკონტროლო ჯგუფში - 25 ორსული იგივე ასაკობრივი მონაცემებითა და გესტაციის ვადით, ცოცხალი ნაყოფითა და ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობით. ორივე ჯგუფში ლაბორატორიულად დადასტურებული COVID 19 პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (PCR), საშუალო სიმძიმის. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ანთებითი ციტოკინის IL6 კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად მაღალია ორსულებში ნაყოფის ანტენატალური სიკვდილის დროს, ვიდრე ორსულებში ცოცხალი ნაყოფითა და ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობით. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ციტოკინური პროფილის შემდგომი შესწავლა, განსაკუთრებით კი IL6 შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი პროგნოზული მარკერი ნაყოფის ანტენატალური სიკვდილის განვითარების დროს, განსაკუთრებით COVID 19 პანდემიის პირობებში.
Downloads
წყაროები
Critical Care Obstetrics and Gynecology, ISSN 2471-9803.
Mor G, Aldo P, Alvero AB. The unique immunological and microbial aspects of pregnancy. Nat Rev Immunol. 2017 Aug; 17(8):469-482.
Wong SF, Chow KM. Pregnancy and Perinatal Outcomes of women with severe acute respiratory syndrome. Am J Obstet Gynecol 2004 Jul; 191(1):292-297.
Fried M, Kurtis JD et al. Systemic inflammatory response to Malaria during pregnancy is associated with pregnancy loss and preterm delivery. Clin Infect Dis. 2017 Oct 30; 65(10):1729-1735.
Yokie LJ, Iwasaki. A. Interferons and proinflammatory cytokines in pregnancy and fetal development. Immunity. 2018 Sep 18; 49(3):397-412.
Liu Y, Chen H. et al. Withdrawn: Clinical manifestation and outcome of SARS -CoV-2 Infection during pregnancy. J Infect. 2020 Mar 5; S0163-4453(20)30109-2.
Hirshberg A, Kern-Goldberger AR, Levine LD et al. Care of critically ill pregnant patients with coronavirus disease 2019: a case series. Am J Obstet Gynecol. 2020 Aug; 223(2):286-290.
WHO coronavirus Disease Pandemic 2021
Napoli C, Benincasa G. et al. Immune reactivity during covid-19 implications for treatment. Immunol Lett. 2021 Mar; 231:28-34.