მონოზიგოტურ (MZ) ტყუპებში კონკორდანტობის გამოვლენის ზოგიერთი თავისებურების შესახებ
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.04.07საკვანძო სიტყვები:
monozygotic twins, concordance, featuresანოტაცია
ამ ნაშრომში ჩვენ შევეცადეთ გაგვეანალიზებინა და ერთმანეთისათვის შეგვედარებინა ბუნებრივი გზით და საკეისრო კვეთით დაბადებული MZ ტყუპისცალების მიერ შესრულებული ნახატები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ისინი ნახატებს ქმნიდნენ ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში და თანაც თითოეულმა ტყუპისცალმა არ იცოდა, თუ რას ხატავდა სხვა ტერიტორიაზე მყოფი მეორე ტყუპისცალი. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ როგორც ბუნებრივი გზით, ისე საკეისრო კვეთით დაბადებული MZ ტყუპისცალების მიერ შესრულებული ნახატების კონკორდანტობა საკმაოდ მაღალი იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანში გარკვეული სახის უნარები ჯერ კიდევ დაბადებამდე არის დეტერმინირებული ჩვენს ორგანიზმში. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ MZ ტყუპებში მეორე ტყუპისცალი უფრო მეტად გახლდათ დეტალების ხატვისადმი ორიენტირებული, ვიდრე პირველი. აქ წარმოდგენილი საკითხების კიდევ უფრო სიღრმისეულად გაანალიზების მიზნით ვფიქრობთ საინტერესო იქნება ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემების დამუშავება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
Downloads
წყაროები
Deepak Chopra, Rudolf E. Tanzi- Super Genes, 2016; 1-16.
Nessa Carey-Epigenetics Revolution; 2013, 75-97.
Abstracts from the 19th international Congress on Twin Studies, Cambridge University Press, September, 2024.
TSKHOMELIDZE, D., & TCHILADZE, N. (2025). COMPETITIVE “GENE” IN TWINS. Experimental and Clinical Medicine, 2, 116–120. https://doi.org/10.52340/jecm.2025.02.21
Tskhomelidze, D., Tchelidze, L., Tchiladze, N., & Gogichadze, T. (2024). The second-born twin effect. Experimental and Clinical Medicine, 1, 90–94. https://doi.org/10.52340/jecm.2024.01.14
International Journal of Pediatrics, 2021, N1, pp48-50
