რიბოსომული ცისტრონების აქტივობის ცვალებადობის შესწავლა კოლორეკტული კიბოს დროს

რიბოსომული ცისტრონების აქტივობის ცვალებადობის შესწავლა კოლორეკტული კიბოს დროს

ავტორები

  • ნინო ჩიღვინაძე
  • ია ფანცულაია
  • თინათინ ჯოხაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecmj.2021.382

საკვანძო სიტყვები:

ribosomal cistrones, colorectal cancer, genes

ანოტაცია

კოლორექტული კიბოს (კრკ)  ხვედრითი წილი ონკოლოგიურ დაავადებებში ძალიან მაღალია. ბოლო მონაცემებით იგი ყველაზე გავრცელებულ სამ სიმსივნეს შორის არის დასახელებული. 2020 წლის მონაცემებით მსოფლიოში კრკ-ს დაახლოებით 1.900.000 შემთხვევა გამოვლინდა (სიმსივნეთა საერთო რაოდენობის 10 %)  (Sung 2021). „ამერიკის კიბოს საზოგადოების“ (American Cancer Society) 2020 წლის მონაცემებით კი კრკ-ს 104,610 შემთხვევა გამოვლინდა, 53,200 ადამიანი კი დაიღუპა. კოლორექტული კიბო (კრკ) ისევე როგორც სხვა ონკოლოგიური დაავადებები, გენეტიკურად განპირობებულ მულტიფაქტორულ დაავადებებს მიეკუთვნება. დადგენილია, რომ კრკ–ს განვითარებასა და მეტასტაზირებაში დიდ როლს თამაშობს, როგორც გენეტიკური, იმუნოლოგიური, ასევე გარემო ფაქტორები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანცეროგენეზი ასოცირებულია მთელ რიგ გენეტიკურ მოვლენებთან, რომლებიც გენთა გარკვეულ ჯგუფებში მიმდინარეობს, აქვს ეტაპობრივი ხასიათი, ასევე გენ-სუპრესორებისა და ონკოგენების ურთიერთქმედებას მოიცავს. იდენტიფიცირებულია კრკ-ს განვითარებაზე პასუხისმგებელი მრავალი გენი, აღწერილია ოჯახური ფორმებიც. კერძოდ, ნაჩვენებია კრკ-ს განვითარების მაღალი რისკი ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის შემთხვევაში. როგორც აღნიშნავენ, სიმსივნეების ნეოპლასტიკური ცვალებადობა ასოცირებულია ბირთვაკის შეცვლილ მორფოგენეზთან, რაც, თავის მხრივ გარკვეულ როლს ასრულებს სუპრესორი გენების p53-ისა, APC-ის და  პროონკოგენის KRAS–ის რეგულირებაში.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Бобров И.П., Морфофункциональная характеристика ядрышкового аппарата клеток при фоновых, предраковых и злокачественных заболеваниях. 2004/ автореф. дисс.

Sirri V., Roussel P., Hernandez-Verdun D. The AgNOR proteins: qualitative and quantitative changes during the cell cycle. Micron, 2000, 31, 2: 121—126.

Yessen A.A., Masavi T.A. Citogenetics Study in severaly mental retarded patients. Saudi med. 2001. 22, 5. 444-449.

Mamaev N.N., Mamaeva S.E. Nucleolar organizer region activity in human chromosomes and interphase nuclei of normal, leukemic, and tumor cells as evaluated by silver staining. Int Rev Cytol., 1990, 121: 233—266.

Ferlay G, Franceschi S, et al. „Global burden of cancers attributable to infections in 2008: a review and synthetic analysis.“ The Lancet Oncology 2012;13: 607-615.

Yessen A.A., Masavi T.A. Citogenetics Study in severaly mental retarded patients. Saudi med. 2001. 22, 5. 444-449.

Durkin, Sandra G; Glover, Thomas W (2007) Chromosome fragile sites. Annu Rev Genet 41:169-9

Dillon Laura W, Allison A Burrow, and Yuh-Hwa Wang DNA Instability at Chromosomal Fragile Sites in Cancer Curr Genomics. 2010 Aug; 11(5): 326–337.

Stults D. M., Killen M. W., Pierce H. H., Pierce A. J. Genomic architecture and inheritance of human ribosomal RNA gene clusters. Genome Res., 2008, 18, 1: 13—18. 42

Arkarachai Fungtammasan, Erin Walsh, Francesca Chiaromonte et al. A genome-wide analysis of common fragile sites: What features determine chromosomal instability in the human genome? Genome Res. 2012 Jun; 22(6): 993–1005

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-07

როგორ უნდა ციტირება

ნინო ჩიღვინაძე, ია ფანცულაია, & თინათინ ჯოხაძე. (2021). რიბოსომული ცისტრონების აქტივობის ცვალებადობის შესწავლა კოლორეკტული კიბოს დროს. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (3). https://doi.org/10.52340/jecmj.2021.382

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...