დავით თურდოსპირელის მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობის „ეპიზოდები ახალგაზრდათა ცხოვრებიდან“ გაგებისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.29საკვანძო სიტყვები:
დავით თურდოსპირელი, მხატვრულ-დოკუმენტური პროზაანოტაცია
მხატვრულ-დოკუმენტურმა პროზამ დღეს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, უშუალობა პრიორიტეტული გახდა. შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა ფართო მკითხველი საზოგადოებისა თუ სამეცნიერო სივრცისთვის უცნობი დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებებისა და საარქივო-დოკუმენტური მასალის პოპულარიზაციას.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმ მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა ავტორობით შექმნილი დოკუმენტური ტიპის ნაწარმოებები, რომელთა შემოქმედებითი მოღვაწეობა რთულ ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენებს დაემთხვა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, დავით თურდოსპირელის დოკუმენტური ნაწარმოების მიმართ ჩვენი ინტერესი გასაგებია.
დავით თურდოსპირელის „ეპიზოდები ახალგაზრთათა ცხოვრებიდან“ ავტობიოგრაფული მოთხობის საინტერესო ნიუშია. იგი ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მცირე პროზაულ ნაწარმოებთა ერთობლიობაა.
ნაწარმოები სათაურიდანვე მიგვანიშნებს მოთხრობის სტრუქტურაზე. მასში გაერთიანებულია 38 თხზულება, თითოეული დასათაურებულია. ისინი მწერლის ცხოვრებას ქრონოლოგიურად გვაცნობს, ამავდროულად ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მწერლის თანადროულ საზოგაროებრივ-პოლოტიკურ თუ კულტურულ ყოფაზე.
როგორც ცნობილა, ოჯახის ბედისწერის ასახვა ხშირ შემთხვევაში საზოგადოების, ეპოქის, კულტურის და საერთოდაც ზოგადად ადამთა მოდგმის კრიტიკას ემსახურება. ამ თვალსაზრისით არც დავით თურდოსპირელის ავტობიოგრაფიული მოთხრობაა გამონაკლისი. ნაწარმოების კითხვისას ჩვენც იუვენალის ცნობილი სენტენცია გვახსენებს თავს საოჯახო რომანის, როგორც ჟანრის შესაძლო ეპიგრაფად რომ მიიჩნია მკვლევარმა შორენა შამანაძემ: „ადამიანური მოდგმის თავისებურებებში გარკვევა თუ გინდა, დააკვირდი თუნდაც ერთ სახლს“(შამანაძე, შ., 2023:339).
დავით თურდოსპირელის „ეპიზოდები ახალგაზრდათა ცხოვრებიდან“ ავტობიოგრაფიული მოთხრობის მეტად საინტერესო ნიმუშია. მასში ჩხეიძეების ოჯახური ყოფის ფონზე საინტერესოდ არის ნაჩვენები მწერლის თანადროული ისტორიულ-პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების არაერთი ნიშანდობლიობა. მსგავსად დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებებისა, ამ შემთხვევაშიც დაცულია ზუსტი ქრონოლოგია, დასათაურებულია თავები, მოთხრობაში ჩართული რეალური ამბები უკავშირდება ეპოქის გლობალურ მოვლენებს, ოჯახის ისტორია თანხვედრაშია ქვეყნის ისტორიასთან. ყოველივე ეს მკითხველს საშუალებას აძლევს უშუალოდ გაეცნოს როგორც მწერლის მსოფმხედველობასა და მრწამსს, ისე მწერლის თანადროულ ისტორიული ეპოქას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
თურდოსპირელი, დ.(1933), ეპიზოდები ახალგაზრდათა ცხოვრებიდან, თბილისი, სახელმწიფო გამომცემლობა;
ლიტერატურული ჟანრები, (2023), ტ.I, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული
ლიტერატურის ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის
ინსტიტუტი კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულიასოციაცია (GCLA);
ტექსტოლოგიური ეტიუდები, სამეცნიერო კრებული, (2021), შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, გამომცემლობა „მერიდიანი“.