ფერის აღმნიშვნელი სიტყვების აღქმისა და სტრუქტურირების ასპექტები ინგლისურ და ქართულ ენებში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.34საკვანძო სიტყვები:
sityva-identifikatorი, უნივერსალიები, ჯგუფები, შეპირისპირებითი, ანალიზიანოტაცია
ნაშრომის მიზანია ფერის გამომხატველ ლექსიკურ ერთეულთა შეპირისპირებითი კვლევა თანამედროვე ინგლისურ და ქართულ ენებში, ამ ენებში ფერის ტერმინთა სისტემის ანალიზი და ფერთა კატეგორიზაციის კონკრეტული მოდელების გამოვლენა უნივერსალურ მოდელთან მიმართების დასადგენათ.
საკვლევ ენებში სხვადასვა შინაარსის მქონე ჯგუფების სტრუქტურულ თავისებურებათა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ჯგუფის სტრუქტურულ თავისებურებასა და ჯგუფის სიტყვა-იდენტიფიკატორის შინაარსის თავისებურებას შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
„ფერის“ აღმნიშვნელ სიტყვათა ჯგუფის შემადგენლობის სემური ანალიზის შედეგად დადგინდა:
- ჯგუფის სიტყვა-იდენტიფიკატორსა და ჯგუფში შემავალ ელემენტებს შორის სემანტიკური მიმართების მხოლოდ ერთი ტიპის არსებობის ფაქტი;
- ჯგუფში შემავალ ელემენტთა შორის სინონიმური მიმართების არსებობის ფაქტი;
- საკვლევ ენებში „ფერის“ აღმნიშვნელ სიტყვათა ჯგუფის სტრუქტურის იდენტურობა.
თანამედროვე ინგლისურ და ქართულ ენებში „ფერის“ აღმნიშვნელ სიტყვათა ჯგუფის შემადგენლობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა კონკრეტული უნივერსალიები და უნიკალიები:
- საკვლევ ენებში „ფერის“ ჯგუფების შემადგენლობის შედარებითი სეგმენტაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ინგლისურ ენაში ქართულ ენასთან შედარებით მეტია იმ სიტყვათა რაოდენობა, რომლებიც აღნიშნავენ რომელიმე კონკრეტულ ფერს, ან მის რომელიმე ნიუანსს ამავე ფერის საგანთან შედარების გზით;
- საკვლევ ენებში „ფერის“ ჯგუფების შემადგენლობის აბსტრაქტული ფერის აღმნიშვნელი სიტყვების სეგმენტაციის შედეგად გამოვლინდა, რომ იმ სიტყვების რაოდენობა, რომლებიც არ ამჟღავნებენ კავშირს რომელიმე კონკრეტულ საგანთან, დაახლოებით ერთი და იგივეა.


