რაკი კავშირიანი დამოკიდებული წინადადების ფუნქციური ნაირსახეობანი

რაკი კავშირიანი დამოკიდებული წინადადების ფუნქციური ნაირსახეობანი

ავტორები

  • ელენე ფილაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.40

საკვანძო სიტყვები:

სინტაქსი, რაკი კავშირი, ჰიპოტაქსური კონსტრუქცია, სემანტიკა

ანოტაცია

კავშირი წინადადების აგებულების ერთ-ერთი მაორგანიზებელი კომპონენტია. ერთი და იმავე ბგერითი შედგენილობის კავშირს სხვადასხვა სემანტიკა და დატვირთა აქვს, ისინი სხვადასხვა კონსტრუქციაში მონაწილეობენ და გარკვეული ფუნქციაც აკისრიათ.

რაკი კავშირი გამოიყენება დროისა და მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული წინადადებების შემცველ ჰიპოტაქსურ კონსტრუქციაში. დროისა და მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული წინადადებები თავიანთი შინაარსის არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ზოგჯერ რაკი კავშირიანი დამოკიდებული წინადადებების ზუსტი კვალიფიკაცია ჭირს იმის გამო, რომ ფორმალურ დამთხვევათა გარდა ერთნაირად იგუებენ კავშირსა და ზმნა-შემასმენელის დრო-კილოთა ფორმებს, ამავე დროს დროისა და მიზეზის კატეგორიები მჭიდროდ არის ერთმანეთთან  დაკავშირებული.

საანალიზო მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რაკი კავშირიანი ჰიპოტაქსური კონსტრუქციის წინადადებათა გასამიჯნავად მნიშვნელოვანია ზმნა-შემასმენლის დრო. რადგან მიზეზი წარსულშია საძიებელი, იგი წინმსწრებ მოვლენას ასახავს და მას თხრობითი კილოს ფორმები შეეწყობა, ხოლო დროის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება, რომელსაც მთავართან აერთებს კავშირი რაკი, გვიჩვენებს მთავარ წინადადებაში გადმოცემული მოქმედების დასაწყისს, ხოლო მთავარი წინადადება იმას, თუ რა მოხდა, ხდება ან მოხდება დამოკიდებულ წინადადებაში დასახელებული მოქმედების შემდეგ.

სადავო ფორმების არსებობის შემთხვევაში რაკი კავშირის ფუნქციის გასარკვევად და ჰიპოტაქსურ კონსტრუქციათა გასამიჯნავად, ვფიქრობ,  უნდა გამოვიყენოთ სხვა კავშირის შენაცვლებისა და ზმნა-შემასმენლთა მომავალ დროში გადაყვანის ხერხი, კერძოდ: თუკი რაკი კავშირს თავისუფლად არ ცვლის  კავშირი რადგანაც/იმიტომ რომ და ჩანაცვლებული ზმნა-შემასმენლის მომავალი დროის ფორმაც არაბუნებრივია, მაშინ იგი დროის გარემოებითი დამოკიდებულისაა, ხოლო, თუ თავისუფლად შეიცვალა, მაშინ დამოკიდებული წინადადება მიზეზის გარემოებითია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აფრიდონიძე, შ. (1986) - სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი.

ბურჭუაძე, თ. (2014) - ჰიპოტაქსის საკითხები ქართულში, ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი.

გეგუჩაძე, ლ. (2005) - მწკრივთა შესაძლო შეფარდებისა და დროთა თანამიმდევრობის საკითხი ჰიპოტაქსურ კონსტრუქციაში, თბილისი.

ერთელიშვილი, ფ. (1962) - რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში, I ჰიპოტაქსის საკითხები, თბილისი.

კვაჭაძე, ლ. (1996) - თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, გამომცემლობა „რუბიკონი“, თბილისი.

ფეიქრიშვილი, ჟ. (1996) - ქართული ენის სინტაქსი, სააქციო საზოგადოება „სტამბის„ საგამომცემლო ცენტრი, ქუთაისი.

ძიძიგური, შ. (1973) - კავშირები ქართულ ენაში, თბილისი.

საანალიზო წყაროები:

ვაჟა-ფშაველა (1964): თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად. ტომი V, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი.

ყაზბეგი, ალ. (1984): ელგუჯა, ხევისბერი გოჩა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.

ჭავჭავაძე, ი. (1985): თხზულებანი, ლექსები, პოემები, მოთხრობები, წერილები, ტომი IV, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-28

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...