ჰიპოტაქსური მოდელები ზეპირმეტყველებაში − კომუნიკაციის ძირითადი წყარო

ჰიპოტაქსური მოდელები ზეპირმეტყველებაში − კომუნიკაციის ძირითადი წყარო

ავტორები

  • მაია ლომია
  • რამაზ ქურდაძე
  • ქეთევან მარგიანი
  • ნინო ჭუმბურიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.32

საკვანძო სიტყვები:

ჰიპოტაქსური მოდელები, ზეპირმეტყველება, სინტაქსი, კომუნიკაცია, აქტუალიზაცია, სიტყვათა რიგი, ინტონაცია

ანოტაცია

ზეპირმეტყველებისთვის დამახასიათებელი ჰიპოტაქსური მოდელების კვლევა აქტუ­ალუ­რი საკითხია; იგი წარმოაჩენს ენის შესაძლებლობებს ბუნებრივი მეტყველების დროს. მოხსე­ნებაში გაანალიზებულია ვრცელი ემპირიული მასალა: ქართული დიალექტური ტექსტები, ქარ­თული ზეპირმეტყველების ნიმუშები; არასალიტერატურო ქართველური ენების − მეგრულის, ლაზურის, სვანურის ტექსტები; მოხ­მობილია პარალელები ქართველ მწერალთა შემოქმე­დები­დანაც; განხი­ლულია სამი ტიპის ჰიპოტაქსური მოდელი:

  1. 1. კითხვითსიტყვიანი, კერძოდ: მეგრულში დასტურდება კითხვის გამომხატველი ორი ტიპის წინადადება: მარტივი და ჰიპო­ტაქსური სტრუქტურისა. ჰიპოტაქსური სტრუქტურის შემადგენელი კომპონენტები (მთა­ვარში რე „არის“, დამოკიდებულში -ნი „რომ“) ასრულებენ ინფორმაციის აქტუალიზების ფუნ­ქ­ციას. აღ­სანიშნავია, რომ ინფორმაციის შესაბამისად სტრუქ­ტურათა ცვლა დასტურდება ქართული სა­ლი­­ტე­რა­ტურო ენის დასავლურ ქვე­სის­ტემებშიც.
  2. 2. გამეორებულსიტყვიანი: ლექსიკური ანადიპლოზისი (= წინადა­დე­ბის ბოლო სიტყვის გა­მე­ორება მეორე წინა­და­დე­ბის თა­ვ­ში) მთქ­მელს აძლევს საშუალებას სათქმელი ემო­ცი­ურად, ხაზ­გასმით გამო­ხატოს. სტილური ფუნ­ქციით გამოყენებული ლექ­სი­კური გამე­ორება ქმნის თა­ვისე­ბურ ჰიპოტაქსურ კონ­ს­ტრუქციას, რომელიც სრულ­ყო­ფილი და გასაგებია წინამავალი კონ­ტექ­სტის გათვა­ლ­ის­წი­ნებ­ით. ჩვენს ხე­ლთ არსებული მასალების მიხედვით, საანა­ლიზო კონ­სტრუქ­ციებში მე­ორდება ზმნა ან სახელი, ან ორივე ერთად. კავშირი დაერთვის გამეორებულ ლექ­სე­მას,  რომლის ფო­კუ­სი­რე­ბა სუ­რს მთქ­მელს.
  3. ინიციალური სახელობითის შემ­ცველი კონსტრუქცია: ინიციალურსახელობითიანი კონ­სტრუქცია თავისებური სტრუქტურისაა, თავკიდურა პოზიცია უჭირავს სახელო­ბით­ში მდ­გა­რ სახელს, რომელიც სასვენი ნიშნითა და ინ­ტ­ო­ნაციით გამოეყოფა მომდევნო ქვეწ­ყო­ბილ წი­ნა­და­დებას.

გამო­ყოფილია აქტუალი­ზებული ელემენტის ფორმალური მარკერები ფონეტიკა-ფონო­ლო­გიის, მორ­ფო­ლოგია-სინტაქ­სის, ლექსიკა-სემანტიკის დონეზე; კერძოდ, ესენია: ინტონაცია, კლი­ტიკა, სიტყვათა რიგი, სპეციფიკური კონსტრუქცია და მისთ. ხშირად ეს მონაცე­მები ერთ მო­დელში კომპ­ლექ­სუ­რადაა წარმოდგენილი, რაც ნათქვამს მეტ გამომსახველობით ძალას  სძენს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ასათიანი, რ. (2009). ინტონაციის როლი წინადადების საინფორმაციო სტრუქტურის ფო¬რმირებაში. სამეცნიერო წერილების კრებული „ინფორმაციის სტრუქტურირების ძირი¬თადი მოდელები ქართველურ ენებში“, გვ. 3-13. თბილისი: გამომცემლობა „ნე¬კერი“.

აფრიდონიძე, შ. (1989). ილია ჭავჭავაძის სტილისათვის. ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, IX. თბი¬ლისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

გიგინეიშვილი, ი. (1975). „ვეფხისტყაოსნის“ ენისა და ტექსტის კრიტიკის საკითხების შესახებ. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

დანელია, კ. (1991). შესავალი, გვ. 4-11, წიგნში;: ქართული ხალხური სიტყვიერება, ტ. II, მეგრული ტექსტები (ქარ¬თული თარგმანითურთ); ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, შესავალი, შენიშვნები და გამოკვლევები და¬ურთეს კ. დანელიამ და ა. ცანავამ; თბი¬ლისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

თოფურია, ვ. (1960). რთული ქვეწყობილი წინადადების მარტივით შენაცვლებისათვის ქართულში. ქარ¬თ¬ული ენისა და ლიტერატურის სწავლების საკითხები სკოლაში, კრებული X-XI. თბილისი.

ივანიშვილი, მ. (2009). წინადადების საინფორმაციო სტრუქტურა: სიტყვათა რიგი ქარ¬თვე¬ლურ ენებში. სა¬მეც¬ნიერო წერილების კრებული „ინფორმაციის სტრუქტურირების ძირითადი მოდელები ქართველურ ენებში“, გვ. 69-81. თბილისი: გამომცემლობა „ნე¬კერი“.

კვანტალიანი, ლ. (1990). ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები, თბი¬ლისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

ლომია და სხვ.: ლომია, მ., ჭუმბურიძე, ნ., მარგიანი, ქ., ქურდაძე, რ. (2022). ლექსიკური გა¬¬მეორება ჰი¬პო¬ტაქსურ კონსტრუქციაში: ზეპირმეტყველებისა და ქართული მხატ¬ვ¬რუ¬ლი ტექს¬ტების მიხედვით.VII საერ¬თაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „არქივთ¬მცო¬დ¬¬ნეობა, წყაროთ¬მცო¬დ¬ნეობა – ტენდენციები და გამო¬წვევები“. 8-10 სექტემბერი. პროგრამა და მოხსენებათა თეზისები:

https://archive.gov.ge/ge/saertashoriso-konferentsia-2022-1

ლომია, მ. (2005). ჰიპოტაქსის საკითხები მეგრულში. თბილისი: გამომცემლობა „უნი¬ვერსალი“.

Морен М. К.& Тетерникова Н. Н. (1960). Стилистика французского языка, М.

მშვიდობაძე, რ. (1990). მეტყველების გაუცნობიერებელი ფორმალური პარამეტრების ფსიქოლოგიური ფუნ¬ქ¬ციები. თბილისი.

ქურდაძე, რ. (1987). ქართული ენის ქართლური დიალექტის ლიახვი-ფრონის ხეობათა მეტყ¬ველება (ფონე¬ტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური თავისე¬ბუ¬რე¬ბანი), საკან¬დიდატო დისერტაცია (ხელ¬ნაწერის უფლებით), თბილისი.

ღლონტი, ა. (1991). ხალხური პროზის ენა (I, II ნაწილი), გაზეთი „სოფლის ცხოვრება“, #43, 2.07; #48, 19.07.

ღლონტი, ა. (1975). ხალხური პროზის ენისა და სტილის საკითხები, თბილისი: თბი¬ლი¬სის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჩართოლანი, ნ. (2003). წინასიტყვაობა წიგნისა: სვანური ტექსტები და ლექსიკა (ბალს¬ზე¬მოური კილო). თბი¬ლისი.

ჩიქობავა, არნ. (2008). ჭანურის გრამატიკული ანალიზი, ტფილისი, 1936 გადაბეჭ¬დი¬ლ¬ია წიგნში: შრო¬მები, III; ტომის რედაქტორი ვ. შენგელია. თბილისი: გამომ¬ცემ¬ლობა „მერი¬დი¬ანი“.

ძიძიგური, შ. (1973). კავშირები ქართულ ენაში, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჭუმბურიძე, ზ. (1962). სალიტერატურო ენა და მწერლობა. თბილისი: გამომცემლობა „საბ¬ჭო¬თა მწერლობა“.

წყაროები:

დუმბაძე, ნ. (1966). „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. თბილისი.

ექსპედიციის მასალები მოპოვებულია FR-21-352 გრანტის ფარგლებში განხორცი¬ელ¬ებული ლინგვისტური ექსპედიციების დროს.

მიქიაშვილი, ო. (1994). სოჭელი ქართველები და მათი მეტყველება (თან ერთვის სოჭელ იმერელთა, გუ¬რულთა, ლეჩხუმელთა მეტყველების ნიმუშები), თბილისი.

მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან (დიალექტოლოგიური ტე¬ქსტების კრებული), (2019). შემ-დგენელი ელენე ნიკოლაიშვილი. თბი¬ლისი: თბილისის უნივერსიტეტის გა¬მო¬მ¬ცემლობა.

რუსთაველი, შ. (1974). „ვეფხისტყაოსანი“, სასკოლო გამოცემა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, განმარტებანი, კომენტარები დაურთო ნ. ნათაძემ; რედაქტორი: ალ. ჭინჭარაული. თბილისი: გამომ¬ცემ¬ლობა „განათლება“.

ქართული ხალხური სიტყვიერება, ტ. II (1991). მეგრული ტექსტები (ქართული თარგმა¬ნითურთ); ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, შესავალი, შენიშვნები და გამოკვლევები და¬ურთეს კ. დანელიამ და ა. ცანავამ; თბი¬ლისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჭეიშვილი, რ. (1982). „მუსიკა ქარში“. თბილისი.

ხალვაში, ა. (2015).„ვეფხისტყაოსანი“. ვრცელი რედაქცია და რუსული თარგმანი არჩილ ხალვაშისა. თბილისი: გამომცემლობა „ქართული წიგნი“.

ხუბუა, მ. (1937). მეგრული ტექსტები. ტფილისი.

ჯავახიშვილი, მ. (1976). „არსენა მარაბდელი“, მე-8 გამოცემა, თბილისი: გამომცემლობა „განათლება“.

შემოკლებათა განმარტებანი:

N − Noun/არსებითი სახელი

SUB − Subordinate/მაქვემდებარებელი კავშირი

FM − Fokus marker/ფოკუსის მარკერი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-28

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...