1.5 Pharmacology, Toxicology, and Pharmaceutics 

სპილოსებრი იუკას - Yucca elephantipes Regel. ფოთლების ფიტოქიმიური და ბიოლოგიური შესწავლა

სპილოსებრი იუკა - Yucca elephantipes Regel. ფუროსტანოლური გლიკოზიდები ანტიოქსიდანტური აქტივობა

Авторы

October 1, 2026

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ინტროდუცირებული მცენარის  სპილოსებრი იუკას - Yucca elephantipes Regel. (ოჯახი - Asparagaceae) ფოთლების  ფიტოქიმიური შესწავლა და ფარმაკოლოგიური ეფექტურობის დადგენა.

შესწავლილია მცენარის ჯამური ექსტრაქტის შედგენილობა; სპექტრული ანალიზის მეთოდებით ნივთიერებათა თვისობრივი და რაოდენობრივი შემცველობა; მცენარის ფოთლებიდან მიღებული ჯამური ექსტრაქტის ბიოლოგიური მოქმედება.

Yucca elephantipes Regel. - ის ფოთლის ჯამურ ექსტრაქტში განსაზღვრულია ფუროსტანოლური გლიკოზიდები 26.42 % შემცველობით; იუკას ფოთლების საპოგენინების თვისობრივი შედგენილობის შესწავლის შედეგად დადგენილია დომინანტი გენინები: სმილაგენინი, დიოსგენინი, ტიგოგენინი და გეკოგენინი;

დადგენილია Y. elephantipes - ის ფოთლებიდან მიღებული ჯამური ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური აქტივობა in vitro სპექტროფოტომეტრული მეთოდით DPPH და ABTS რეაქტივების გამოყენებით. DPPH რეაქტივის შემთხვევაში საკვლევ ობიექტს გააჩნია საშუალო ანტიოქსიდანტური აქტივობა (56.2 ± 0.4), ხოლო ABTS -ით - მაღალი ანტიოქსიდანტური ეფექტი (6.9 ± 0.2).