საქართველოს გადამამუშავებელი წარმოებების მცენარეული ნარჩენების კვლევა და ოპტიმალური გადამუშავების რეკომენდაციები

პექტინი ელექტროლიზი ტექნოლოგია

Авторы

September 22, 2026

წინამდებარე სტატია მიძღვნილია სამრეწველო მცენარეული ნარჩენების გამოყენების საკითხისადმი. ირკვევა, რომ საქართველოს სინამდვილეში ათასობით ტონა მცენარეული ნარჩენები იყრება ნაგავსაყრელებზე, მაშინ როცა აღნიშნული კარგი ნედლეულია პექტინების წარმოებისათვის.

            განხილულია პრაქტიკაში გამოყენებული პექტინების წარმოების ტექნოლოგიები, მათი დახასიათება, სირთულეები და ნაკლოვანებები. ანალიზის საფუძველზე ავტორები თვლიან, რომ მიზანშეწონილია ახალი ეფექტური, მარტივი და დაბალხარჯიანი პროცესების შემოტანა პექტინების ჰიდროლიზი/ექსტრაქციის და გამოლექვის ეტაპებზე. ამ პროცესებში გამოსაყენებლად წარმოდგენილია ელექტროლიზური ტექნოლოგიით მიღებული ელექტროაქტიური ხსნარები, რომლებიც იძლევიან საშუალებას ეფექტურად განხორციელდეს ჰიდროლიზი/ექსტრაქციის და გამოლექვის პროცესები და გამოირიცხოს რთული და ხარჯტევადი ქიმიური რეაგენტებით ჰიდროლიზი/ექცტრაქციის, კონცენტრირების, სპირტით ან მარილებით გამოლექვის პროცესები.

            წარმოდგენილია კვლევითი ჯგუფის მიერ შექმნილი ახალი ელექტროლიზური დანადგარები, რომლებიც იძლევიან მჟავე და ტუტე ხსნარების მიღების საშუალებას. წარმოდგენილია აღნიშნული ხსნარებით ექსტრაქციისა და გამოლექვის კვლევების შედეგები. კვლევების შედეგებზე გაკეთებული დასკვნებით ავტორები იძლევიან რეკომენდაციას, რომ მოხდეს ელექტროლიზური ტექნოლოგიების ფართო გამოყენება პექტინოვანი ნივთიერებების მიღების პროცესებში.